x
image
მაკუნა
Mediator image
ბრიჯიტ ბარდო რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებს

imageცნობილი ცხოველთა უფლებადამცველის, ფრანგი მსახიობის ბრიჯიტ ბარდოს განცხადებით, ის რუსეთის მოქალაქეობის მიღებისთვის განცხადებას შესაბამის უწყებაში შეტანას აპირებს.


ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ფრანს პრესი” ავრცელებს.

მსახიობის მსგავსი პროტესტი ლიონის პრეფექტის გადაწყვეტილებას მოჰყვა: დეკემბერში ლიონის პრეფექტმა სპეციალირი დადგენილებით ქალაქის ცირკში ორი ავადმყოფი სპილოს დაძინების ბრძანება გასცა. გადაწყვეტილება ლიონის პრეფექტურამ ცხოველების სავარაუდო ტუბერკულოზის დაავადებით ახსნა.


“თუ ის, ვინც ხელისუფლებაშია, უნამუსოდ მოკლავს ორ სპილოს ზოოპარკში, “ბების” და “ნეპალს”, მე მოვითხოვ რუსეთის მოქალაქეობას, იმისთვის რომ გავიქცე ქვეყნიდან, რომელიც ცხოველების სასაფლაოს მაგონებს”, - აცხადებს ბრიჯიტ ბარდო.



სხვათაშორის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ცნობილ მსახიობს, ჟერარ დეპარდიეს მოქალაქეობა უკვა მიანიჭა, რომელიც საფრანგეთში მდიდრების გადასახადს აპროტესტებდა.


წყარო :epn.ge

3
178
5-ს მოსწონს
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
178
  
2013, 21 იანვარი, 10:17
ნუ რა თქმა უნდა სპილოც სულიერი და ცოდოა,მაგრამ აი იმ ბლეყე ჟერარდ დეპარდიეს რა მოუვიდა...თურმე მდიდრებზე დაწესებული გადასახადი არ მოეწონა,აბა ღარიბებისთვის დაეწესებინათ თუ ხმას ამოიღებდა....ყველას თავის ჯიბე ადარდებს.(ისედაც ვერ ვიტანდი ამ მსახიობს :D))
2013, 18 იანვარი, 17:28
თვითონ კი ცხოვრობს ფუფუნებაში და რა ენაღვლებაა
2013, 18 იანვარი, 17:27
ვაი ამათ პატრონს რა ორი სპილო ადარდებს ამას და ხალხი რო შიმშილით იხოცება ის პეხებზე კიდიათ რაააააა
0 1 3