ადამიანის თვალი და გონება იმას აღიქვამს, რასაც მიამსგავსებს ყველაზე მეტად და რასთანაც ასოციაციები უჩნდება. ზოგჯერ ოპტიკურ ილუზიას მხედველობის და აღქმის სისტემა შეცდომაში შეყავს და ისე არ აღიქვამს ადამიანი, როგორც რეალურად არის. ამის მიზეზია შუქ-ჩრდილები, ფერები და კიდევ ბევრი სხვა რამ. ამ სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე ოპტიკურ ილუზიას, რომელიც ნამდვილად არ დაგტოვებთ გულგრილს.
ამ სურათზე A და B უჯრები არის ერთი ფერის, თუმცა ადამიანი აღიქვავს მათ როგორც თეთრს და შავს. თუ არ გჯერათ რომ ერთი ფერისაა, შეგიძლიათ ამოჭრათ თქვენს ფოტო რედაქტორში და გვერდიგვერდ დადებით შეადაროთ.
ამ ოპტიკური ილუზიით ჩანს რომ თითქოს ზემოთ უფრო მუქი რომბებია და ქვემოთ ღია, სინამდვილეში ესეც ილუზიაა.
ამ სურათზე მხოლოდ 4 წრეა გამოსახული და ისინი ერთმანეთთან თანაბარი მანძილით არიან დაშორებულები, თვალით კი ჩანს, რომ თითქოს ერთმანეთს კვეთენ ან სპირალისებრად არიან გალაგებულნი.
თითქოს კვადრატების გვერდები არ არის სწორი და "დაღუნულია", მაგრამ თუ სახაზავით ნახავთ, კვადრატების გვერდები სწორია და მოპირდაპირე გვერდები ერთმანეთის პარალელური.