x
image
wes
Mediator image
თბილისში ყვითელი ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ

imageყვითელი ავტობუსის მძღოლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას ითხოვენ. გუშინ მერიასთან შეკრებილებს შეხვდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის უფროსი ლევან კოპლატაძე და განუცხადა, რომ კომპანია და თბილისის მერია მძღოლების ხელფასების მომატებას ვეღად შეძლებს, რადგანაც მათი სახელფასო ფონდი 8 მილიონი ლარით უკვე გაზრდილია სამი თვის განმავლობაში და ბიუჯეტში დამატებით ცვლილებებს ვეღარ შეიტანენ.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მძღოლის საშუალო ხელფასი 600–800 ლარია, მაგრამ ხშირად თვითონ უწევთ ავტობუსისთის საჭირო დეტალების ყიდვა და ამ თანხას ბოლომდე ვერ იღებენ. მძღოლები ითხოვენ ფიქსირებულ ხელფასის დანიშვნას და არა საათობრივს.

მათ აქვთ 16 მოთხოვნა. მძღოლები აცხადებენ, რომ უკვე ორი კვირაა მერიაში ეს მოთხოვნები წარუდგინეს, თუმცა დღემდე პასუხი არ მიღიათ. თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, გაფიცვები გაგრძელდება.

დღეს გაფიცულია სამივე ავტოპარკი, გაფიცვაში მონაწილეობს 1300-მდე ავტობუსის მძღოლი.

0
840
10-ს მოსწონს
ავტორი:wes
wes
Mediator image
840
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0