ასტროლოგია როგორ გავიუმჯობესოთ ბარაქა სახლში 2013, 4 იანვარი, 21:18
არის ცრურწმენები რომლებიც ასაკოვანი ხალხისგან მოდის. ბევრი პარაფსიქოლოგის აზრით ეს ცრურწმენები კი არა ეზოთერიკული წესებია, რომელთა გათვალისწინებითაც თავს ვიცავთ. მაგალიად თუ გინდათ, რომ საფულეში ფული არ გამოგელიოთ ნუ ჩაიყობთ უკანა ჯიბეებში ხელებს და ასე ნუ ივლით. თუ ონკანიდან წყალი წვეთ-წვეთად ჟონავს, თქვენი ბარაქაც ასე ნელ -ნელა გაყვება მას. მაგიდაზე არ უნდა დადგათ ცარიელი ბოთლი. მზის ჩასვლის შემდეგ არ უნდ გადაყაროთ ნაგავი სახლიდან. სამყაროში ყველა ქცევას თავისი შედეგი მოაქვს. არსებობს კარმული ჩავარდნის პერიოდი, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება კარმული აღმავლობა. კარმული ჩავარდნის პერიოდში მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ და ვაკონტროლოთ სიტყვები, აზრები, ფინანსები და სურვილებიც კი. ხოლო როდესაც ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ ეს კარმული არღმავლობის მანიშნებელია და მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ წარმატების მისაღწევად. კოსმოში ადამიანი საკუთარი თავისა და ბედის პროგრამას კარმული დაღმავლობის დროს გზავნის. ამ პერიოდში ამიტომ გმართებთ მეტი ყურადღება. სახლში არის ადგილები, რომლებიც ფინანსებზეა პასუხისმგებელი. ეს არის შესასველი კარიდან მარცხენა კუთხე. ამიტომ ეს კუთხე სულ მოწესრიგებული უნდა იყოს, კარგია ამ კუთხეში ქოთნის ყვავილის დადგმა. სახლში კარგ აურას ქმნის და განწყობაზე პოზიტიურად მოქმედებს მინიატურული ყვავილები. ბარაქის გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ ასე მოიქცეთ. აიღეთ ღრმა თეფში, დადგით ოთახის კუთხეში და ჩაყარეთ შიგ: ბრინჯი, შაქარი, ხორბალი და ბლის პატარა, დამტვრეული ტოტები. ყოველი თვის პირველ ორშაბათს ჩააგდეთ მასში ვერცხლისფერი ხურდა ფული. როცა თეფში აივსება ხურდა ფულით, საბთ დღეს ეს ფული მათხოვრებს დაურიგეთ. ერთი მონეტა კი თებში ჩატოვეთ და ისევ დაიწყეთ ავსება. ეს ქველმოქმედება ბედნიერებასა და ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ. 2257 6-ს მოსწონს 1-ს არა
|