x
დაუჯერებელი სასწაული, რომელიც თბილისის ერთ -ერთ უბანში მოხდა

imageნაძალადევის რაიონში, ხიმშიაშვილის #11-ში ეზოს შუაგულში ქვის ლოდი დგას, რომლის წინ ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული და კანდელი ანთია. ამ ქვის ადგილას 1905 წელს, 19 წლის გოგონა, ანასტასია ჩაიმუხლა და გარდაცვალებამდე - 65 წლის განმავლობაში აღარ გამართულა...
ანასტასია საზანოვა 1886 წელს დაიბადა. დედა პატარას გარდაეცვალა და დედინაცვალი ზრდიდა. გოგონა ეკლესიურად ცხოვრობდა და სახლთან ახლოს მდებარე, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში გალობდა. სლავური გარეგნობის ანასტასიას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ მან ღარიბ ოფიცერზე შეაჩერა არჩევანი და მასზე დანიშვნაც გადაწყვიტა, მაგრამ დედინაცვალმა ეს არ მოუწონა და გადაწყვიტა დაეშორებინა საქმროსათვის. 1905 წელს, პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე ანასტასიას საქმროც გაიწვიეს. ოფიცერი მასთან სახლში, გამოსამშვიდობებლად მივიდა, მაგრამ დედინაცვალმა უთხრა, -ანა ჭკუიდან შეიშალა, გაკოჭეს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანესო. სასოწარკვეთილმა ოფიცერმა იარაღი ამოიღო და ადგილზევე მოიკლა თავი.
ამ დროს ანასტასია წირვაზე იმყოფებოდა. სახლში რომ დაბრუნდა და საქმრო მკვდარი იხილა, მუხლებზე დაეშვა და იმ დღიდან მლოცველად დაეყუდა. მას სურდა, თვითმკვლელის სულისათვის ელოცა. ხალხმა მას "მჯდომარე ანასტასია" შეარქვა.

ამ დღის მერე 65 წელი წვიმასა თუ თოვლში, 24 საათი გარეთ იჯდა და ლოცულობდა, მაგრამ ავად არასდროს გამხდარა. ღამის ქოთანი ისეთი დაჟანგული იყო, ხელი გაგეჭრებოდათ, მაგრამ ჭრილობა არასდროს დასჩირქებია. ამ ყველაფერს გვიამბობს მისი დიშვილი გიორგი საზანოვი, რომელიც 4 წლის იყო, როდესაც დეიდასთან დასახლდა სახლში და მას მერე გარდაცვალებამდე მის გვერდით იყო. გიორგი საზანოვი დღესაც იმ სახლში ცხოვრობს. მისი თქმით -

“ანასტასია განსაცდელს წინასწარ გრძნობდა და ხალხს ამის შესახებ აფრთხილებდა. მასთან ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა. ზოგს კურნავდა, ზოგს არიგებდა, , დეიდა აიღებდა ვაშლს, ილოცებდა და ჯვარს გადასახავდა. ამ ვაშლის ჭამით ბევრი ადამიანი განკურნებულა... მასთან ბევრი ცნობილი ადამიანიც დადიოდა. მაგალითად ლავრენტი ბერიას დედა, რომელიც თხოვდა მისი შვილისთვის ელოცა''. ანასტასიას ხშირი სტუმარი ყოფილა ვასილ მჟავანაძე (საქართველოს კომპარტიის მაშინდელი ცეკას პირველი მდივანი. -ავტ.) ერთხელ ანასტასიას მჟავანაძისთვის უთქვამს: "ერთ წელიწადში წყალდიდობა იქნება თბილისში, მთელი მარჯვენა სანაპირო ჩაირეცხება, ამიტომ დამცავი ჯებირები გააკეთეთო". მართლაც, მჟავანაძემ რუსეთიდან ფინანსები გამოითხოვა და ჯებირები გააკეთა. სწორედ იმ წელს, ანასტასიამ როგორც იწინასწარმეტყველა, მართლაც მოხდა წყალდიდობა, მაგრამ თბილისი გადარჩა.
ანასტასიას საფლავი კუკიას სასაფლაოზეა. მასთან დღესაც ბევრი მლოცველი მიდის, მიაქვთ ვაშლები, ანთებენ სანთლებს და სთხოვენ შემწეობას.
image










13
18283
29-ს მოსწონს
ავტორი:ნანუ_ნანუ
ნანუ_ნანუ
18283
  
2015, 14 სექტემბერი, 2:11
1905 წელს რუსეთ-იაპონიის ომში თუ იყო გაწვეული ის სატრფო ალბათ. 1914-1918 წლებში იყო პირველი მსოფლიო ომი ,პატივცემულო ავტორო!
2014, 5 დეკემბერი, 21:21
რა სასწაულია დიდება უფალს
2013, 17 სექტემბერი, 15:35
ხო ალბათ
2013, 17 სექტემბერი, 13:32
ეგ მეც გამიკვირდა... ალბათ 1915 მაინც უნდა დაეწერა...
2012, 19 ნოემბერი, 14:59
ვაიმეეეეეე
2012, 2 ნოემბერი, 20:48
ხო:)
2012, 2 ნოემბერი, 19:36
++++++++++
2012, 2 ნოემბერი, 19:08
ააა ანუ დადზაბულობის დასაწყისი?
2012, 2 ნოემბერი, 16:42
:)))))))))))))))) 0 კლასი ხო გაგიგია?ხოდა ეს 0 ომი იყო:)))))))))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10