x
image
ჟანა გოგინაშვილი
სტიქაროსანი, რომელიც ექსკურსიის დროს ხევში გადაიჩეხა კომიდან ვერ გამოდის

image16 დეკემბერს, თბილისი ცენტრალში შემთხვევით საქველმოქმედი აქციას შევესწარი. ოთხი თვის წინ სასულიერო სემინარიის სტუდენტმა და სამების საკათედრო ტაძრის სტიქაროსანმა _ გიორგი ლომიძემ თავის ტვინის მძიმე ტრამვა მიიღო. ექსკურსიის დროს ხრამში გადაიჩეხა და დღემდე უგონო მდგომრეობაშია. აქციაზე მყოფ მის მეგობარს გავესაუბრე, რომელიც უბედური შემთხვევის დროს გიორგისთან ერთად იმყოფებოდა.
მარიამ აბრამიშვილი _ გიორგი ლომიძის მეგობარი: “სასულიერო სემინარიაში გიორგის პირველი კურსიდანვე დავუმეგობრდი. ძალიან აქტიური ბიჭია. აგვისტოში მისი ინიცარივით წავედით წყნეთში ექსკურსიაზე. ძალიან კარგი დრო გავატარეთ. საღამოს სავახშმოდ დავსხედით, რის შემდეგაც თბილისში უნდა დავბრუნებულიყავით. ცხრა საათი იქნებოდა, გიორგი გარეთ გამოვიდა. უცებ რაღაც ხმა გავიგეთ და გამოვცვივდით. გიორგი ხრამში გადაჩეხილიყო. სასწრაფო და სამაშველო სამსახური გამოვიძახეთ. ხრამიდან ამოიყვანეს. თავი ქვასთვის დაერტყა და უგონო მდგომარეობაში იყო. სასწრაფომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ჩაუტარდა ორი ოპერაცია, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო. ისევ კომაშია. ტვინის გემატომა აქვს. რამდენიმე დღის წინ გამოწერს საავადმყოფოდან. რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხები აღარ აქვს მის ოჯახს. 40 000 ლარამდე ოპერაციის ფული დასაფარი აქვთ. ჯანმრთელობის სამინისტროში ჰქონდათ შეტანილი განცხადება დახმარების თხოვნით, თუმცა ამაოდ.
– დღეს სტუდენტები საქველმოქმედო აქციას მართავთ. შემოსული თანხა კი გიორგის რეაბილიტაციას მოხმარდება.
– ვცდილობთ, რითაც შეგვიძლია გიორგის დავეხმაროთ. ძალიან დიდი თანხებია იმისთვის საჭირო, რომ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს. 19 დეკემბერს სამედიცინო უნივერსიტეტში ვატარებთ ისევ აქციას. ბუნებრივია ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს მეგობარს ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევაში დავეხმაროთ. სამწუხაროდ ზღვაში წვეთია საქველმოქმედი აქციებზე აღებული თანხა იმასთვის, რაც რეალურად საჭიროა გიორგის გამოჯანმრთელებისთვის."
დახმარების მსურველთათვის “ლიბერთი ბანკში" გახსნილია ანგარიში: GE95LB0711131706853000 ზაზა ლომიძე (გიორგის მამა

3
1923
13-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
1923
  
2013, 30 იანვარი, 19:30
:))) სამწუხაროდ
2013, 30 იანვარი, 11:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2013, 10 იანვარი, 22:21
მე ვფიქრობ , (მჯერა!) ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაეხმარება, ის ხომ დიადი კაცთმოყვარე, ქველმოქმედი ადამიანია! რაა მისთვის ეს რამდენიმე ათეული ათასი?
0 1 3