უკვე შევაჯამეთ ყველაზე პოპულარული სტატიები 2012 წელს, ახლა კი სურათების დროა. მაშ ასე, 2012 წლის ყველაზე მეტჯერ ჩვენებად ათეულში პირველ, ორ წამყვან ადგილს, პოლიტიკოსები იკავებენ.
1. 11151 ნახვა - ''გულაობს უგულავა'' - პირველ ადგილზე არც თუ ისე ფხიზელი, ბატონი ქალაქის მერი, გიგი უგულავა სათნო ღიმილით, უცნაურად გამოწყობილ ადამიანთან ერთად(სქესს ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ კაცი უნდა იყოს მაინც სავარაუდოდ). უკანა ფონზე კი ორი გამხიარულებული ქალბატონიდან ერთ-ერთი თავად მერის მეუღლეა. ეტყობა ასე ერთობა ხოლმე ოჯახი ერთად. ვერაფერს იტყვი. გახსოვთ ალბათ, ამ გავრცელებულმა ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
2.''კალმახელიძე რა დღეშია'' - 1024 ნახვა.
მეორე ადგილზე კვლავ პოლიტიკოსი, მაგრამ ამჯერად ყოფილი თანამდებობის პირი და ამასთანავე ქალბატონი, ხათუნა კალმახელიძე
მოხვდა. ყველა თავისებურად ატარებს დროს, ამან რაღა დააშავა ნეტავ არა?
3.''მიდი ძმაო'' - 929 ნახვა

მესამე ადგილზე კი კომედიური ხასიათის სურათი გავიდა. ხალხმრავალ ადგილას დაფიქსირებული ორი ადამიანი უჩვეულო პოზებში.
4.''მაიას ახალი პრიკოლი'' - 844 ნახვა.

რათქმაუნდა მაია ასათიანს და მის პროფილსაც ვერ ვაწყენინებდით.
ეგრეთწოდებული ''ასათიანის იუმორი'' საკმაოდ პოპულარობით სარგებლობდა როგორც გახსოვთ. სურათი კი ისტორიულად შემოგვინახავს ამ ყველაფერს.
5.''ეს ის არაა რასაც თქვენ ფიქრობთ'' - 777 ნახვა და 27 მოწონება.

სასაცილო სურათმა, რომელზეც მართლაცდა გაუგებარი სიტუაციაა გამოხატული, ბევრი დააბნია და ალბათ ზოგი დიდხანსაც აკვირდებოდა. თუმცა ყველაფერი გაცილებით მარტივადაა.
6.''რა კაცური ხელები აქვს არადა'' - 720 ნახვა.

ცოტა კი გამიკვირდა, მაგრამ ფაქტია, 720 ნახვით უცნობი ლამაზმანის სურათი მოხვდა მეექვსე ადგილას. ძალიან ლამაზი გოგონაა, ულამაზესი თმით, მაგრამ რატომღაც მამაკაცური ხელები აქვს. მე ასე მეჩვენება ყოველშემთხვევაში და თქვენი არ ვიცი.
7. ''არის აქ რაღაც სიმართლე'' - 712 ნახვა.

ფილოსოფიური აზრის მატარებელმა სურათმა 712 ნახვით მეშვიდე ადგილი დაიკავა. სურათი თავისთავად საინტერესოა, თუმცა ბევრი შეიძლება მოჩვენებითმა სიშიშვლემაც მიიზიდა.
8.''ლამაზია?'' - 570 ნახვა.

ამ კრეატიული სურათის პოპულარობამაც ცოტა არ იყოს გამაკვირვა.
თუმცა მართლაც ლამაზია ჩემი აზრით.
9.''თანამედროვე სექსი'' - 532 ნახვა.

532 ნახვით მეცხრე ადგილზე გავიდა მართლაცდა თანამედროვეობას ყველაზე მეტად მორგებული ფოტოსურათი. 21 საუკუნეში, კომპიუტერისა და ინტერნეტის ეპოქაში უკვე სექსიც კი ამგვარად ხდება.
10.''ადამიანის დახასიათება თვეების მიხედვით. ნოემბერი.'' - 519 ნახვა.

ამ სურათის პოპულარობა კი მართლაც საკვირველია. მაგრამ ფაქტია და რას იზამ.
ეს იყო 2012 წლის ყველაზე მეტჯერ ნანახი სურათების ათეული. 2013-ში კი ყველას გისურვებთ გაცილებით მეტ ნახვასა და პოპულარობას. წარმატებები.