საქართველოს ვარსკვლავის გამარჯვებული ლუკა ზაქარიაძე
დაიბადა სიყვარულის ქალაქში, ქალაქ ბათუმში 18 ივლისს 1993 წელს. ახალგაზრდა მუსიკოსი დაჯილდოებულია იდიდესი
სიყვარულის ნიჭით, საქართველოში უამრავი ნიჭიერი მუსიკოსია, მაგრამ ლუკას შესრულებაში ჩანს დიდი სიყვარული, სიყვარული მუსიკისადმი, ინსტრუმენტისადმი, მსმენელისადმი. ის როდესაც სცენაზე დგას და მღერის მოწყვეტილია დანარჩენი სამყაროსაგან. ის მუსიკასთან არის დარჩენლი, როგორც ორი შეყვარებული, რომლებსაც ყველა თემაზე შეუძლიათ საუბარი, რომლებიც ერთმანეთთან გახსნილებია არიან, ყველაფერს ეტყვიან ერთმანეთს, ყველა ტკივილს
და სიხარულს გაუზიარებენ და ამ ურთიერთობით ბედნიერებია არიან. ისინი ერთმანეთს გადაცემენ თავიანთ ემოციებს და მიისწრაფიან სრულყოფილებისაკენ, ამიტომ ღიად შეგვიძლია ვთქვათ,
რომ ლუკა ზაქარიაძე შეყვარებულია, შეყვარებულია იმ მუსაკაზე, რომელიც მას ასაზრდოებს. შეყვარებულიალია იმ ინსტრუმენტზე, რომელიც მას საშუალებას აძლევს იურთიერთობოს მუსიკასთან,
როგორც მისი ტრფობის ობიექტთან და ამ სიყვარულის შემხედვარე მსმენელი დიდ სიამოვნებას იღებს, იხიბლება, რადგან სიყვარულით გაკეთებული საქმის ცქერა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს ადამიანებს. თვითონ კი ლუკა ზაქარიაძე შეყვარებულისგან - მუსიკისგან უდიდეს სიყვარულის ნაყობს იღებს, ეს არის სითბო მსმენელისგან და აღიარება საზოგადოებისაგან. აღიარება იმ ფაქტისა, რომ ლუკა ზაქარიაძე შეყვარებულია, შეყვარებულია მუსიკაზე ინსტრუმენტზე და იმ ხელოვნებაზე რასაც ის ქმნის.