ნამცხვრები შუ - რეცეპტი და მომზადების წესი 2013, 3 იანვარი, 14:31 ფუნთუშა:
200 გრ კარაქი
8 კვერცხი
2 ჭ ფქვილი
მომზადების წესი: ავიღოთ 2 ჭიქა წყალი ჩავაგდოთ 200გრ კარაქი და წამოვადუღოთ. დავამატოთ 2 ჭ ფქვილი ავურიოთ კარგად. შემდეგ დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვადუღოთ 10 წთ. გადმოვიღოთ და დავახალოთ თითო-თითოდ 8 კვერცხი. კოვზით ტაფაზე დავდოთ და გამოვაცხოთ. კრემი: 1 ჩ/ჭ შაქარი 2 ს/კ ფქვილი 0.5 ლ რძე (წყალი) ვადუღოთ. გაგრილებულს გავუკეთოთ 100 გრ კარაქი ან მარგარინი 1638 7-ს მოსწონს
|