x
image
ლადო_25
საბავშვო ლექსები
image












ტყეში


ტყეს მწვანე ფარჩა ჩაუცვამს,

ჭრელ ნოხებს ჰგვანან ველები,

ყურენს აცქვეტენ კურდღლები,

ლაღობენ დათვის ბელები.

ყველა ფრინველი ბარტყსა წვრთნის,

მართვები ფრენამ დაღალა,

ხტომას და გალობას სწავლობს

ყველა ბარტყი და ბახალა.

ყვავილთა გაშლას გვახარებს

ფუტკრების აზუზუნება...

გაზაფხულია,

გამოდით,

გაუღვიძია ბუნებას!


შემოდგომა


რამოდენა ვენახია,

ან რამდენი ყურძენია,

რთველი დადგა - მოსაკრეფად

გამოსულან უთენია.

მე ვენახში პირველად ვარ,

ყველა ჩუმად მაკვირდება,

ჯერ არც კრეფა შემიძლია,

არც კალათის აკიდება.

არც იმაზე ვდარდობ, წლეულს

მოსავალი როგორია,

ჩემს წინ მწიფე ყურძნით სავსე

სამნაირი გოდორია.

ერთში-თეთრი, ერთში-შავი,

ერთში კიდევ-ქარვისფერი...

ხან ერთს ვყლაპავ, ხან მეორეს,

ლამის არის დავითვერი.

პატარა ვარ, გავიზრდები,

მოვა ჩემნი გარჯის ჯერიც,

ჯერ ჯაგანი მომაწოდეთ

ან აკიდო ამიჭერით,

რომ ყურძენი სახლის სხვენზე

ზამტარშიაც ეწყოს ბლომად...

უხვმა რთველმა,

ბევრმა ზილმა

შემაყვარა შემოდგომა.


სიმღერა


გვიყვარს როგორც იავნანა,

როგორც ტკბილი ზღაპარი,

საქართველოს ცა და მიწა,

საქართველოს მთა-ბარი!

იგი ქვეყნის თვალი არი,

ზურმუხტ-ლალი ჰფენია.

ალაგ-წითელ, ალაგ-ყვითელ,

ალაგ ალისფერია!

ან კი როგორ არ გიყვარდეს

ხალხი სახელგანთქმული,

ვაჟკაცების დედაენა,

დედაენა ქართული!

0
1210
1-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
1210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0