სხვა ანფისა ჩეხოვა და გურამ ბაბლიშვილი (+ ფოტოები) 2013, 1 იანვარი, 14:42 ანფისა ჩეხოვასა და გურამ ბაბლიშვილის სიყვარულის ისტორია ალბათ ყველამ იცის. ისიც, რომ მათ პატარა ვაჟი გაუჩნდა - სოლომონი. სოლომონის დაბადების შემდეგ ოჯახში სრული იდილიაა. წყვილი ხშირად იხსენებს იმ დროს, როგორ გაიცნეს ერთმანეთი სამი წლის წინ, ერთ-ერთ სპექტაკლზე მუშაობისას. ანფისამ მორიგი სპექტაკლის შემდეგ გურამი შინ მიიწვია საფირმო ბორჩზე და გურამიც მოლბა - მის წინაშე უკვე ჩვეულებრივი დიასახლისი იყო. მერე იყო ერთობლივი გამგზავრება საქართველოში, რამაც კიდევ უფრო დააახლოვა ისინი - ანფისა გადარია ქართულმა სტუმართმოყვარეობამ. თავიდან ერთობლივი ცხოვრება გაუჭირდათ. ანფისას თქმით “იყო ყველაფერი, ყვირილი ჭურჭლის მტვრევა და კარის გაჯახუნება''. მაგრამ სოლომონის დაბადების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. “სოლომონმა ყველაფერი შეცვალა, დიდხანს მივიწევდით ამ მშვიდობისკენ'', თქვა ანფისამ. ახლა კი მათ ფოტოებს გთავაზობთ. 356 3-ს მოსწონს
|