x
image
მამაშენი გიორგი
ანჯელინა ჯოლი კინოდან წასვლას აპირებს

როგორც ჩანს, ბრედ პიტთან ოფიციალურად დაქორწინების შემდეგ ანჯელინა ჯოლის ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა. ამ დღეებში მსახიობმა გამოაცხადა, რომ კინოდან აპირებს წასვლას. მისი თაყვანისმცემლების გასახარებად, ეს მალე არ მოხდება, მხოლოდ მაშინ, როცა მისი ბავშვები ცოტა წამოიზრდებიან.

ანჯელინა ახალ ინტერვიუში ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილ სიტუაციაზე ლაპარაკობდა - მსახიობი მრავალი წელია “გაეროს'' კეთილი ნების ელჩია და ამ საკითხებში ჩახედულია. აღნიშნულ თემაზე საუბრისას მსახიობმა აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული მოღვაწეობა დიდ ადგილს იკავებს მის ცხოვრებაში და არ აპირებს ამ საქმეზე უარის თქმას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ დროსა და ძალას ართმევს, მაინც გააგრძელებს მოღვაწეობას. სამაგიეროდ მომავალში კინოდან წასვლას გეგმავს, რადგან სურს, ოჯახსა და ქველმოქმედებას მეტო დრო დაუთმოს. “ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ბავშვები თინეიჯერები გახდებიან, მსახიობის კარიერას მივატოვებ, მათ მეტი ყურადღება დასჭირდებათ და გამიჭირდება ყველაფრისათვის თავის გართმევა'', - ამბობს ანჯელინა.

image

0
38
3-ს მოსწონს
ავტორი:მამაშენი გიორგი
მამაშენი გიორგი
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0