სამარხვო კერძები თევზის მოყვარულთათვის 2012, 31 დეკემბერი, 13:42 ახალ წელს, 1 იანვარს, თევზით ხსნილია.მათ ვისაც მოხარშული თევზი უყვარს ვთავაზობ თევზის მოხარშვის შემდეგნაირ წესს: ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ მარილი, ხახვი, დაფნის ფოთოლი და პერიცის მარცვლები, შემდეგ თევზის გასუფთავებული ნაჭრები. ვხარშოთ დაახლოებით ათ წუთამდე. შემდეგ ამოვიღოთ მოხარშული თევზი და დავალაგოთ თევფშზე. როდესაც თევზი გაგრილდება ჩავაწყოთ ჭურჭელში და ფენა-ფენა მოვაშხეფოთ ძმარი და მოვაყაროთ წვილად დაჭრილი ქინძი. 2708 2-ს მოსწონს |