x
რატომ არ უნდა უთხრას გოგომ ბიჭს პირველად „მიყვარხარ“

თითქმის ყველა სტატია მაქვს გადაკითხული და ბევრის მოსაზრებაც მოსმენილი, მაგრამ ჩემთვის სასურველ პასუხს ვერსად წავაწყდი ამ საკითხთან დაკავშირებით. საბოლოოდ, გადავწყვიტე, თვითონ გამომეთქვა აზრი იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდა უთხრას გოგომ ბიჭს პირველად „მიყვარხარ“...

„ქალი ინიციატივას თითქმის არასდროს იჩენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აღარ არის ქალური და მამაკაცი მას არ შეიყვარებს“; „შეთავაზება მამაკაცის საქმეა, ქალი კი პატარა ბავშვივით უნდა იქცეოდეს, ვითომ არ ესმის მამაკაცის სიტყვები, სინამდვილეში კი გეგმავს, ნატრობს და ელის მასთან შეხვედრას“. ბევრი ადამიანი ეთანხმება ამ აზრს, გარდა ამისა, თუ გადავხედავთ გამოჩენილი ადამიანების სატრფიალო ბარათებს, დავინახავთ, რომ ძირითადად მამრობითი სქესის მიერ ხდება ღვთაებრივი და ამაღლებული გძნობების გამოვლენა მდედრობითი სქესის მიმართ და არა პირიქით...

მოკლედ, მე ყოველთვის შინაგან დისკომფორტს განვიცდიდი, როდესაც ამბობდნენ:
– მამაკაცი ბუნებით მონადირეა, მას შეუყვარდება ქალი, რომელიც მიუწვდომელია მისთვის... რომლისთვისაც ასე რომ ვთქვათ, ‘ჩალიჩი’ მოუწევს...

მოდით ლოგიკურად ვიმსჯელოთ... წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც ამქვეყნად ყველაზე მეტად უყვარხართ, რომელიც ამავე დროს გარეგნულადაც კარგია და არც მატერიალურად უჭირს, ჭკვიანი, კეთლი და განათლებულია... სინამდვილეში არავის უნდა ასეთი პიროვნების დაკარგვა. მიზეზი, რის გამოც ბიჭი მის მიმართ გულგრილი რჩება, არის მისი ნააზრევი: „მას ისედაც ვუყვარვარ და ვეყვარები, შემიძლია გავერთო, სხვებთან ფლირტიც მქოდეს, იქნებ უკეთესიც ვნახო..თუ ვნახე ხო კაი, თუ არადა იმას მაინც ვეყვარები“. საბოლოოდ, გოგო თუ მართლა ძალიან კარგია და ბიჭი ჭკვიანი, ოდესმე მიხვდება რა იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება...

ბევრი იღწვის ‘მიუწვდომელის’ მოსაპოვებლად, მაგრამ მოპოვების შემდეგ მისგან ვერასდროს მიიღებენ იმ სითბოს, სიყვარულს, ერთგულებას, რომელსაც ნამდვილი შეყვარებული ქალისგან... შეიძლება, მართლაც ის გოგოები იზიდავენ, რომლებისკენაც მისასვლელი გზა ბევრი დაბრკოლებით არის სავსე, მაგრამ ‘მონადირების სურვილი’ და ‘სიყვარული’ სრულიად სხვადსხვა რამეა..

‘’მიყვარხარ’’ – ქალისგან წარმოთქმული ეს სიტყვა არაფერს ცვლის, მიზეზი რის გამოც ქალმა პირველმა არ უნდა თქვას, არის მხოლოდ ის, რომ ამით საკუთარ ტანჯვას ახანგრძლივებს.. ლოდინი კი ყველას არ შეუძლია.. ჯერ ისედაც არ ჩქარობენ ბიჭები ოჯახის შექმნას და ამის თქმის შემთხევაში ხომ საერთოდ გზა ეხსნებათ სხვა მდედრობით სქესთან ურთიერთობის. ქალებს კი სითბო, სიყვარული, ყურადღება სჭირდებათ და იძულებულები ხდებიან სხვისკენ გადადგან ნაბიჯი საყვარელი ადამიანისგან წამოსული სიცივის გამო...

რას ვიზამთ, როგორც ხშირად იწერება სოციალურ ქსელებში სტატუსებად ორივე სქესის მხრიდან All we need is Love... „როცა ვინმეს სჭირდებით, თქვენ ბედნიერი ხართ და თქვენი არსებობა გამართლებულია, რამეთუ ფიქრობთ, რომ უთქვენოდ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა".

3
313
3-ს მოსწონს
ავტორი:sommmos
sommmos
313
  
2012, 31 დეკემბერი, 18:25
GoGoebo daimaxsovret marto sakartveloshi ar auxsnat bichs siyvaruLii !!
2012, 31 დეკემბერი, 13:33
მე ბევრჯერ მითხრა მიყვარხარო და ისიც ვიცი, რომ იმდენად ვუყვარვარ ბევრ რამეს მაპატიებს და სწორედ ამიტომ არ ვაკეთებ იმ ბევრ რამეს... თუ ბიჭს მართლა უყვარს მას სხვა ნაღდად არ დააინტერესებს და არავის მისცემს იმის ფიქრის უფლებას, რომ შეყავრებულზე მნიშვნელოვნად სხვა გოგოს თვლის... ამას ვამბობ და ვაკეტებ კიდევაც... და გოგოც ისე უნდა მოიქცეს, რომ სხვა გოგო არ დასჭირდეს ბიჭს... მაშინ ეს სიყვარულია რაა და უბრალოდ თავს იტყუებს ორივე...
2012, 31 დეკემბერი, 2:13
გოგომ არ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი სიყვარულში..."მუღამი" ეკარგება მერე ყველაფერს იმიტომ რომ არაა მოპოვებული სიყვარული....ჩემი მოსაზრებაა ამ თემასთან დაკავშირებით )
0 1 3