x
ღვთაებრივი და ამაღლებული

image„დავფიქრდი და გადავწყვიტე: ის ჯერ ახალგაზრდაა, გამოუცდელი, იცხოვრებს, გაეცნობა ქვეყანას და მერე დამიბრუნდება; მეც უსაყვედუროდ, გაორკეცებული სიყვარულით შევეგებები–მეთქი... უკანასკნელმა წლებმა დამიმტკიცა, ვცდებოდი“.


მხოლოდ ერთხელ ამცხოვრებაში ვპოულობთ ადამიანს, რომელიც გვევლინება მფარველად... ჩვენს გონებაში ის იკავებს გამორჩეულ ადგილს.


ჩნდება დიდი სურვილი, რომ მას მოვუყვეთ ყველაფერი, რაც არავისთვის გვითქვამს, გავხსნათ გული ყოველგვარი შიშის გარეშე, მოვიქცეთ ბავშვივით, ვიყოთ ეგოისტები, ეჭვიანები და გვგონია, რომ ის აბსოლუტურად ყველაფერს გაიგებს, ის ხომ „სხვანაირია“, ამიტომ ჩვენი მთელი პიროვნების წაკითხვა შეუძლია... „ მგონია, შენ ყველაფერი იცი ჩემი – არა მარტო საქმეები, არამედ აზრები და ჩემი უსაიდუმლოესი სურვილები.“ თითქოს ის შეიგრძნობს ჩვენს განსაკუთრებულობას და კიდევ უფრო ვესწრაფით მასთან სიახლოვეს... ‘’თუ ჩემში არის რაიმე კარგი, თუ რაიმე დიდს ვქმნი, მითხარი შენ ხომ იცი ყველაფერი ეს საიდან არის?“

‘’როცა მომბეზდებიან მოსაწყენი არსებები, ადამიანები რომ ჰქვიათ, როცა მზად ვარ სიცოცხლე დავწყევლო – ხელს გულზე დავიდებ, იქ შენი ხატება მაქვს’’

დღეს, XXI საუკუნეში თითქმის ყველა ადამიანი დაცლილია სიყვარულისგან... დააკვირდით ‘’შეყვარებულ წყვილებს’’ და მათში ვერაფერს ნახავთ ღვთაებრივს და ამაღლებულს. ჭეშმარიტი სიყვარულის შემთხვევაში, ვფიქრობ, ცოლქმრულ ურთერთობაში ადგილი არ ექნება მობეზრებას, უსიცოცხლობას, ვნებათა დაცხრომას...

ნამდვილი სიყვარული ხომ ბავშვივითაა, გიყვარს მთელი სიხარულით, ილუზიებით... რომელიც ბევრჯერ უბრალოდ პატარა დრამად გადაიქცევა და სამუდამოდ რჩება სადღაც ჩვენს შიგნით... „ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს“... მართალია, მხოლოდ იძინებს...

„მე არ ვიცნობ არც შენს წარსულს, არც შენს ხასიათს, არ ვიცი, რას ფიქრობენ ადამიანები შენზე, ვინც გიცნობს. მე მიყვარხარ ისე... იმას, რასაც ამაოდ ვეძებდი სხვებში, ალბათ, ვერც შენში ვიპოვი. მაგრამ დაე მჯეროდეს, რომ შენში ის იყო.“

0
87
1-ს მოსწონს
ავტორი:sommmos
sommmos
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0