სხვა როგორ ავიხდინოთ სურვილები ახალ წელს 2012, 30 დეკემბერი, 22:22 ახალი წლის ღამეს ბევრი ადამიანის რწმენით ჯადოსნური ძალა აქვს და შეუძლია აგიხდინოთ ის ნატვრა, რომელსაც გულით ჩაიფიქრებთ.ახლანდელ დროში ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული პატარა ტრადიცია, რომელიც საახალწლო სურვილის ახდენას უწყობს ხელს.ბევრ თქვენგანს ალბათ უკვე სმენია კიდეც ამ ხერხის შესახებ: როდესაც ახალი წლის დადგომამდე დარჩება ბოლო 12 წამი, დაწერეთ პატარა ფურცელზე თქვენი ყველაზე სანუკვარი სურვილი, შემდეგ ეს ფურცელი დაწვით და ფერფლი ჩაყარეთ შამპანურში, რომელიც ზუსტად 12 საათზე უნდა დალიოთ.თუ ამ ყველაფერს მოასწრებთ 12 წამში, მაშინ თქვენი ნატვრა იმ წელს აუცილებლად ახდება.შეგიძლიათ სურვილი წინასწარაც დაწეროთ და ის წამები მხოლოდ ფურცლის დაწვას მოახმაროთ. გისურვებთ რომ ახალი 2013 წელი თქვენთვის ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს და ყველა ოცნება აგსრულებოდეთ. P.S. ჩემზე ამ ხერხმა გაამართლა:) 308 6-ს მოსწონს
|