x
image
L.C.
მეცნიერებმა ბედნიერების საიდუმლოს მიაკვლიეს

imageმრავალი განსჯის, დაკვირვებისა და კამათის შემდეგ სწავლულებმა ბედნიერების მოპოვების მეცნიერულ მეთოდს მიაკვლიეს .აღმოჩნდა, რომ ბედნიერების საიდუმლო სინამდვილეში უმარტივესია - ფიქრები.დიახ, შესაძლოა თავიდან აბსურდულად მოგეჩვენოთ, მაგრამ მათი მსჯელობა აზრს არც თუ ისე მოკლებულია.მოკლედ, საქმე იმაშია, რომ ადამიანს მატერიალურად უბრუნდება ის, რაზეც იგი ხშირად ფიქრობს.მეცნიერების თქმით, კოსმოსი ფიქრის დროს სარკესავითაა, იგი თქვენგან "გატყორცნილ" აზრებს ირეკლავს და ისევ თქვენ გიბრუნებთ უკან.ეს ყველაფერი უფრო დამაჯერებლად მოგეჩვენებათ თუ თქვენ გარშემო არსებულ რეალობას დაუკვირდებით.ბევრ თქვენგანს ჰქონია შემთხვევა, რომ, მაგალითად, რამე ნივთი მოსწონებია მაღაზიაში და რამდენიმე დღეში ეს ნივთი სხვა ადამიანს მისთვის სრულიად შემთხვევით უჩუქებია, ან როცა საკუთარი თავი დაგირწმუნებიათ, რომ რაღაც აუცილებლად გამოგივათ და ის საქმე მართლაც კარგად გამოგსვლიათ...ასეთი უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება.მთავარი ისაა, რომ რაღაც მთელი გულით ისურვოთ და ამაზე ხშირად იფიქროთ.დააკვირდით, ადამიანები, რომლებიც ხშირად მოსთქვამენ და იძახიან, რომ არაფერში უმართლებთ, მართლაც მუდმივად უსიამოვნებებს იზიდავენ.ამიტომ მთავარია იფიქროთ პოზიტიურად.ნეგატიური აზრები მხოლოდ გავნებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარი ფიქრები მუდმივად უნდა აკონტროლოთ, მთავარია, კარგზე ხშირად იფიქროთ, რადგან პოზიტიური აზრები ბევრად უფრო ძლიერია და უკეთ მოქმედებს, ვიდრე ნეგატიური.ამ მეთოდით როგორც არამატერიალური, ისე მატერიალური სიკეთის მოზიდვა შეგიძლიათ.ნუ იტყვით "კარგი იქნებოდა რომ...", თქვით "მე მსურს!", ნუ მოგერიედებათ საკუთარი სურვილები გამოამჟღავნოთ, ჩამოწერეთ ისინი ფურცელზე და გაიკარით ოთახში, ნახავთ, რომ ნელნელა ყველაფერი ახდება.აქვე ვიტყვი, რომ დიდი ეფექტი აქვს ვიზუალიზაციასაც - ხშირად წარმოიდგინეთ ის, რაც გინდათ, ეს თქვენში უამრავ დადებით ემოციას გამოიწვევს და მრავალ პოზიტიურ ფიქრს წარმოშობს, რაც შემდგომ თქვენს ცხოვრებაზე აისახება.

ბოლოს კი მინდა ამ თეორიის ერთ-ერთი მიმდევრის ისტორია გაგანდოთ: მას ოთახში გაკრული ჰქონდა ისეთი სურათები, რომლებიც მის სურვილებს ასახავდნენ.მათ შორის იყო სახლი, როგორზეც ის ყოველთვის ოცნებობდა.იგი ხშირად იჯდა და თავი ასეთ სახლში წარმოედგინა, ფიქრობდა, როგორ ივლიდა მის ოთახებში და ასე შემდეგ.გარკვეული პერიოდის შემდეგ მას სხვა ქალაქში მოუწია გადასვლა და თავისი ნივთები ყუთებში ჩააწყო, რომელთა შორის ეს სურათებიც იყო.მან ისინი საერთოდ მიივიწყა და მხოლოდ ათი წლის შემდეგ, ახალ სახლში გადასულმა მიიტანა ეს ყუთიც, რომელიც შემთხვევით მისმა შვილმა ამოაყირავა.ყუთიდან გადმოცვივდა ძველი სურათები და, მათ შორის, მისი საოცნებო სახლისაც.კაცს მოულოდნელად ცრემლები წასკდა და როდესაც შვილმა ჰკითხა მიზეზი, აღმოჩნდა რომ მისი სახლი სურათის მსგავსი კი არ იყო, არამედ ზუსტად ის სახლი აღმოჩნდა, რომელიც გამოსახული იყო ფოტოზე.

26
1565
14-ს მოსწონს
ავტორი:L.C.
L.C.
1565
  
2012, 29 ნოემბერი, 3:00
"secret" უყურეთ ამ ფილმს, საინტერესოა, უკეთ გაიაზრებთ წარმატების საიდუმლოს :)))) http://www.imdb.com/title/tt0846789/
2012, 20 ნოემბერი, 20:07
მე არა.. მაგრამ შენ თუ დაიღალე _დახუჭე თვალები დახუჭე..სინათლე ყველაფერს აფუჭებს:D:D:D:D
2012, 20 ნოემბერი, 20:05
რამდენს ლაპარაკობ არ დაიღალე? მთელი დღე ლაპარაკობ )))
2012, 20 ნოემბერი, 20:04
გატყვრი ახლა აქედან გოგოს ველაპარაკები:D:D:D
2012, 20 ნოემბერი, 20:02
შე მართლა სამგლე გოჭო :D
2012, 20 ნოემბერი, 20:01
:D:D:D:D
2012, 20 ნოემბერი, 20:01
შენ კიდე სამგლე გოჭივით ნუ გამოტყვრები ხოლმე:D:D
2012, 20 ნოემბერი, 20:00
ნუ ბლატაობ შენ რა
2012, 20 ნოემბერი, 19:59
:D:D:D:D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10