x
image
რადარი
როგორ გავააქტიუროთ Windows 8 Enterprise ვერსია
როდესაც კომპიუტერზე დავაყენებთ Windows 8 Enterprise ვერსიას, ის აუცილებლად მოგვთხოვს გააქტიურებას. ვინოუსის წინამორბედი ვერსიებისაგან განსხვავებით ის არ აქტიურდება აქტივაციის ერთ ღილაკზე ხელის დაჭერით, აუცილებელია სპეციალური ბრძანებების შესრულება პროდუქტის სწორი აქტივაციისათვის. ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ რადგან ვინ ამ პროდუქტს დააინსტალირებსაქტივაციის ფანჯარა არის მაღალკვალიფიციური აი-თი სპეციალისტი და უნდა ფლობდეს შესაბამის ცოდნას. მოკლედ გადავიდეთ იმ პროცედურებზე, რომლის მეშვეობითაც ვააქტიურებთ სისტემას.

1) ვაჭერთ Windows+R ანუ Windows-ის ღილაკს რომელსაც დროშა ახატია და R ღილაკს ერთდროულად და უშვებთ Run ბრძანებას ადმინისტრატორის უფლების დაშვებით.

2) ვკრებთ შემდეგ ბრძანებას: slmgr -ipk xxxxx-xxxxx-xxxxx-xxxxx-xxxxx სადაც X ებით აღნიშნულია პროდუქტის გასაღები, ეგ თქვენთვის ინდივიდუალურია. ის შეიძლება ნახოთ ლიცენზიების მართვის პორტალზე ან ორიგინალი დისკის კოლოფზე.

3) და ბოლოს ვკრებთ შემდეგ ბრძანებას slui.exe ისევ Run ბრძანების ზოლში ადმინისტრატორის უფლების დაშვებით.


ამის შემდეგ სისტემა ავტომატურად აქტიურდება, ის გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ ავტომატური განახლებების სისტემა, ჩაშენებული უფასო ანტივირუსი და რა თქმა უნდა დატყბეთ იახლესი ოპერაციული სისტემის სიურპრიზებით.

0
359
12-ს მოსწონს
ავტორი:რადარი
რადარი
359
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0