კომპიუტერები და პროგრამები როგორ გავააქტიუროთ Windows 8 Enterprise ვერსია 2012, 30 დეკემბერი, 21:24 როდესაც კომპიუტერზე დავაყენებთ Windows 8 Enterprise ვერსიას, ის აუცილებლად მოგვთხოვს გააქტიურებას. ვინოუსის წინამორბედი ვერსიებისაგან განსხვავებით ის არ აქტიურდება აქტივაციის ერთ ღილაკზე ხელის დაჭერით, აუცილებელია სპეციალური ბრძანებების შესრულება პროდუქტის სწორი აქტივაციისათვის. ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ რადგან ვინ ამ პროდუქტს დააინსტალირებს არის მაღალკვალიფიციური აი-თი სპეციალისტი და უნდა ფლობდეს შესაბამის ცოდნას. მოკლედ გადავიდეთ იმ პროცედურებზე, რომლის მეშვეობითაც ვააქტიურებთ სისტემას.
1) ვაჭერთ Windows+R ანუ Windows-ის ღილაკს რომელსაც დროშა ახატია და R ღილაკს ერთდროულად და უშვებთ Run ბრძანებას ადმინისტრატორის უფლების დაშვებით.
2) ვკრებთ შემდეგ ბრძანებას: slmgr -ipk xxxxx-xxxxx-xxxxx-xxxxx-xxxxx სადაც X ებით აღნიშნულია პროდუქტის გასაღები, ეგ თქვენთვის ინდივიდუალურია. ის შეიძლება ნახოთ ლიცენზიების მართვის პორტალზე ან ორიგინალი დისკის კოლოფზე.
3) და ბოლოს ვკრებთ შემდეგ ბრძანებას slui.exe ისევ Run ბრძანების ზოლში ადმინისტრატორის უფლების დაშვებით.
ამის შემდეგ სისტემა ავტომატურად აქტიურდება, ის გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ ავტომატური განახლებების სისტემა, ჩაშენებული უფასო ანტივირუსი და რა თქმა უნდა დატყბეთ იახლესი ოპერაციული სისტემის სიურპრიზებით. 359 12-ს მოსწონს
|