სხვა ამაზონის ტყე 2013, 3 იანვარი, 21:26 ამაზონის ტროპიკული ტყე (ასევე ცნობილია, როგორც ამაზონის ჯუნგლები) არის ტენიანი, ფართოფოთლოვანი ტყე, რომელიც სამხრეთ ამერიკაში მოიცავს უდიდეს ამაზონის აუზს. ეს აუზი 7 მლნ კვ კმ-ს შეადგენს, რომლის 5.5 მლნ კვ კმ იფარება ამაზონის ტყით.
ამაზონის ტყე ცხრა ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს. ტყის უდიდესი ნაწილი მდებარეობს ბრაზილიაში, სადაც 60%-ია წარმოდგენილი. პერუში მდებარეობს ტყის 13%, კოლუმბიაში - 10%, ხოლო დანარჩენი ნაწილი წარმოდგენილია ვენესუელაში, ეკვადორში, ბოლივიაში, გაიანაში, სურინამისა და ფრანგულ გვიანაში.
ამაზონის ტყე წარმოადგენს პლანეტის ტროპიკული ტყეების ნახევარს და შეიცავს უმდიდრეს სახეობებს. 2008 წელს, ის ერთ-ერთ კანდიდატურას წარმოადგენდა მსოფლიოს შვიდი ბუნებრივი საოცრების ნუსხაში. ამაზონის ტყე გამოირჩევა შეუდარებელი ბიომრავალფეროვნებით. მსოფლიოს ცნობილი სახეობების 1/10 ცხოვრობს ამაზონის ტყეში. იგი წარმოადგენს დედამიწაზე მცხოვრები ფლორისა და ფაუნის სახეობების უდიდეს კოლექციას. ტყეში მეცნიერულად კლასიფიცირებულია შემდეგი სახეობები: დაახლოებით 40 000 სახეობის მცენარე 2 200 სახეობის თევზი 1 294 სახეობის ფრინველი 427 სახეობის ძუძუმწოვარი 428 სახეობის ამფიბია 378 სახეობის ქვეწარმავალი მსოფლიოს ფრინველთა სახეობის 1/5 ცხოვრობს ამაზონის ტროპიკულ ტყეში, ასევე თევზების სახეობათა 1/5 წარმოდგენილია ამაზონის მდინარეებსა და ნაკადულებში. მთლიანობაში, ამაზონის ტყეში წარმოდგენილია ფლორისა და ფაუნის წარმომადგენელთა 10 მლნ სახეობა. ამაზონის ტყეში წარმოდგენილია რამდენიმე ძალიან საშიში სახეობა. მათ შორის ყველაზე დიდი მტაცებელი არსებები არიან: შავი კაიმანი იაგუარი კოუგარი ანაკონდა გველთევზა "დედამიწის ფილტვები" -----> ამაზონის ტროპიკულ ტყეს ამ მეტსახელით მოიხსენიებენ, რადგან იგი უზრუნველყოფს მსოფლიოს აუცილებელ გარემოს. ამაზონის ტყე აწარმოებს მსოფლიოს ჟანგბადის დაახლოებით 40%-ს. ამგვარად, ამაზონის ტყე უდიდესი მნიშვნელობის მქონეა. "SOS Amazon" ამაზონის ტყე დედამიწის ხმელეთის ზედაპირის 16%-ს ფარავდა. დღესდღეობით კი ტყის ფართობი მხოლოდ 6%-ს მოიცავს. ექსპერტთა ვარაუდით, ტყის დარჩენილი ნაწილი შეიძლება მოხმარებულ იქნეს მხოლოდ შემდეგი 40 წლის განმავლობაში. ამაზონის ტყის რესურის განადგურებას ხელს უწყობს ტყით დაფარულ ქვეყნებში ტყის რესურსის ღირებულების აღქმა მხოლოდ მიწის ღირებულებით. ტყის მნიშვნელოვანი ნაწილი ნადგურდება ხანძრის შედეგად, ხოლო უდიდესი ნაწილი გაჩეხვის გამო. ამაზონის განადგურებისა და გაჩეხვის მიზანი ძირითადად ამ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ან სამრეწველო საქმიანობის წარმართვაა. ექსპერტთა შეფასებით, ტყის გაჩეხვის შედეგად ყოვედღიურად იკარგება მცენარეთა, ცხოველთა და მწერთა 137 სახეობა, რაც მთლიანობაში წელიწადში აღწევს 50 000 სახეობას. მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ ამაზონის ტროპიკული ტყე შეიცავს ბევრ ისეთ მცენარეს, რომელიც კურნავს სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებს. აშშ-ს ეროვნულმა კიბოს ინსტიტუტმა განსაზღვრა 3 000 სახეობის მცენარე, რომლებიც არიან კიბოს უჯრედების განვითარების აქტიური წინაღობები. აღსანიშნავია, რომ ამ მცენარეთა 70% სწორედ ამაზონის ტყეშია თავმოყრილი. ამაზონის ტყის უკონტროლო გაჩეხვის შედეგად, ტყეში შემცირდა აბორიგენი მოსახლეობის რაოდენობაც. თუკი 5 საუკუნის წინ ინდიელთა რიცხვი 10 მლნ-ს შეადგენდა, დღეს მათი რაოდენობა 200 000-ზე ნაკლებია. 11888 4-ს მოსწონს |
ამაზონის ტყე მართლაც მრავალფეროვანია ♥
მე ♥ დედამიწა