1 იანვარს ლეგენდარული ფრანგი მსახიობი 74 წლის გახდება.
სრული სახელი ჟოსელინ ივონ რენე მერსიე (ფრანგ. Jocelyne Yvonne Renée Mercier)) არის ფრანგი მსახიობი. თავისი კარიერის განმავლობაში მას ნამუშევარი აქვს უამრავ ცნობილ რეჟისორთან და მსახიობთან. ითამაშა ორმოცდაათზე მეტ ფილმში, მათ შორის ყველაზე ცნობილია რა თქმა უნდა მის მიერ შესრულებული "ანჟელიკას" როლი.1984 წელს ორჯერ გაყრის შემდეგ იგი ჩამოშორდა კინოს და მთლიანად პირად ცხოვრებაზე გადაერთო, თუმცა 14 წლის შემდეგ ისევ გამოჩნდა ეკრანებზე.1999 წელს მსახიობმა ფინანსური კრიზისის გამო გაყიდა "ანჯელიკას" კაბები, რომელიც თავის დროზე კინოსტუდიისგან იყიდა.2006 წელს იგი საფრანგეთის მთავრობამ "ხელოვნების და ლიტერატურის" ორდენით დააჯილდოვა."ხალხი ლაპარაკობს ჩემზე, როგორც ანჟელიკაზე, თუმცა ვითამაშე 50-ზე მეტი ქალის როლი, მე მრავალი წელი ვცდილობდი დამევიწყებინა ის, მაგრამ ახლა მგონია, რომ იგი ჩემი უმცროსი დაა და ცდილობს ყოველთვის დამეხმაროს, მე მასთან ერთად ვისწავლე ცხოვრება"(მიშელ მარსიე.)