მიხეილ სააკაშვილი: მე არ მინდა თქვენი შეშინება, მაგრამ..! (ვიდეო)
2012, 28 დეკემბერი, 23:14
- ქვეყნის პირველმა პირმა, მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის მიერ ამნისტიის კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა. - როგორც ყველას მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვითა იმ პატიმრების გათავისუფლება, რომლებიც შპიონაჟისა თუ შანტაჟისათვის სხედან ციხეში.ეს ამბავი უამრავი ადამიანისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. - პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს ქმედება აზრს მოკლებულია და ამით ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის რეპუტაცია საფრთხის წინაშე ყენდება.აქტის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს სხვადასხვა უმძიმესი დანაშაულისთვის გასამართლებული პირები დატოვებენ.ამ ფაქტს სააკაშვილი სამარცხვინო მოვლენას უწოდებს და, მერწმუნეთ, ასეცაა. - ბატონი მიხეილი ასევე შეეხო ლევან ვარშალომიძის დაპატიმრების ფაქტსაც და განაცხადა, რომ იმ ადამიანის დაპატიმრება, რომელიც აჭარის გათავისუფლებისა და განვითარებისათვის ძალ-ღონეს არ იშურებდა, სამარცხვინოა.