x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134634
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508826
ყურადღება, ჩვენ ეს გვჭირდება!

image






















საქართველოში ატრაქციონებით განებივრებულები ნამდვილად არა ვართ, ერთი ნორმალური ატრაქციონიც კი არ გაგვაჩნია, მხოლოდ ძველისძველი საბავშვო საკატაოები ზოოპარკში და რამოდენიმე უაზრო ატრაქციონი მთაწმინდის პარკში. თქვენი არ ვიცი და მე ეს ამბავი ძალიან მაწუხებს, მითუმეტეს რომ პირიც არ უჩანს რომ რამე გამოსწორდეს ამ მხრივ ან ვინმე ფიქრობდეს საერთოდ ამაზე. არადა ატრაქციონები დიდი სიამაყე და ღირსებაა ზოგიერთი ქვეყნისათვის, უამრავი ტურისტი მხოლოდ ატრაქციონების გამო ჩადის ამა თუ იმ ქვეყანაში. საქართველოში კი ნამდვილად არავინ ჩამოვა ამ მიზეზით, არადა ამდენი ხიდების და უაზრო შენობების აშენების ნაცვლად, ერთი, დიახ თუნდაც ერთი ძალიან მაგარი ატრაქციონი რომ გაეკეთებინათ და სათანადო რეკლამაც გაეწიათ, დარწმუნებული ვარ უამრავი ტურისტი და ექსტრემალი გადაწყვეტდა საქართველოს მონახულებას, მიუხედავად იმისა, რომ ევროპასა და სხვა ქვეყნებში, ჩვენი ქვეყანა არც ისე მიმზიდველია ტურისტულად, ეს იმიტომ რომ ხალხს არა აქვს რეალური ინფორმაცია და უმეტესად ცუდი თუ სმენია საქართველოს შესახებ, თუ საერთოდ სმენია რამე.

ზოგი იტყვის რადროს ატრაქციონია, როცა ხალხს სამსახური არ აქვს და 50 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, მაგრამ თუ საქართველოში გაკეთდება ნამდვილი ატრაქციონების პარკი, ბევრი ადამიანი დასაქმდება, ბევრს მიეცემა კერძო, მცირე ბიზნესის წარმოების საშუალება, ხოლო ტურისტების მომრავლების მიხედვით ბიუჯეტიც გაიზრდება, ეს თანხები კი უნდა გადაირიცხოს გაჭირვებულთა ფონდში, არა მხოლოდ ერთჯერადი დახმარებისათვის, არამედ იმისთვის, რომ რეალურად გაკეთდეს ის რაც იქნება დასაწყისი პრობლემის დაძლევისა. თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამაზე კიდევ ვისაუბრებ.

0
31
7-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0