საქართველო
დეპუტატები კანონებს "ჯეკ დენიელსთან" ერთად იღებენ
2012, 28 დეკემბერი, 11:42
ფეისბუქში საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზის ფოტო გავრცელდა. ფოტოზე საპარლამენტო უმცირესობის წევრი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი კარბელაშვილია გამოსახული და მის გვერდით, მაგიდის გაგრძელებაზე საშუალო ფასიანი ვისკის - "ჯეკ დენიელსის" ბოთლი დევს.
ჩანს, კანონების მიღება ვისკის გარეშე არ გამოდის ან/და ნაბახუსევს პარლამენტარები ვისკით შველიან!