x
მეტი
  • 06.07.2024
  • სტატია:135806
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510190
საცივის რეცეპტი

საცივი მზადდება მხოლოდ და მხოლოდ ინდაურისგან. ზოგმა რო იცის, კაი მსუქანი დედლისგანაც მზადდებაო, ტყუილია. საცივი კეთდება ინდაურისგან, მორჩა და გათავდა! მნიშვნელობა არა ქვს, ეს ინდაური დედალი იქნება თუ მამალი, მთავარია, კარგად იყოს ჩასუქებული.
ე.ი. ახალი წელი რომ მოდის, ათი დღით ადრე, დიასახლისმა უნდა დაიწყოს ინდაურის გასუქება. ყოველდღე უნდა აჭამოს 300 გრამი ყვითელი ფქვილისაგან მოზელილი ცომი და 50 გრამი ნიგოზი. ხო, აუცილებლად უნდა მიაყოლებიო ყინვები. ეხ, სტალინის დროს რა ყინვები იცოდა! ახლა, აბა, ყინულებიც რო სანატრელი გაგიხდება კაცს?
ხოდა, ყოველდღე ატარებ ამ პროცედურას, თუ იზარმაცე, არაფერი არ გამოვა, ერთი დღის ჩაგდებაც არ შეიძლება, ღორი კი არ არის ინდაური, ფენა-ფენა რო დაედოს ხორცი და ქონი. ორი კვირის შემდეგ ინდაური თავის მთავარი საქმისთვის იკვლება. აუცილებლად ემალის ქვაბში უნდა მოხარშო, ან თუჯში, ალუმინი არ შეიძლება. მაშინ უნდა დაჭრა, კარგად რომ გაგრილდება. ცხელს ხელი არ მოჰკიდოთ, თორემ სულ მთლად დაიშლება.
რაც შეეხება საკმაზებს: ბაზარში რომ იყიდება სუნელები, ის კი არ უნდა შევიძინოთ, ჩვენ თვითონ უნდა დავამზადოთ! მიხაკ-დარიჩინი გავხეხოთ, დავნაყოთ და ისე გავამზადოთ, ყველაფერ ამას ხო უნდა დრო? დანარჩენი ჩვეულებრივად უნდა გააკეთო, როგორც კეთდება ხოლმე

1
531
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინიჩკა
ნინიჩკა
531
  
2012, 27 დეკემბერი, 12:11
ქათამიც კარგად მიდის:D
0 1 1