საზოგადოება მწეველი არამწეველს. 2012, 25 დეკემბერი, 19:49 ხო, მიდი ირონიული ღიმილით მითხარი რა თავს იკლავ?, გადააგდე!მიჩვეული ვარ, ჩვეულებრივ ავიტან შენს ირონიას და ორმაგ "ნაპასის" შემდეგ ზიზღით მოვისვრი ოხერს.კვამლის ბურუსში გახვეულ თვალებს უაზროდ მოვავლებ ჯანსაღ სამყაროს, დიახ შენი შეხედვით ჯანსაღს, თორემ კვამლის გარეშეც ისეთივე არარაობაა, როგორც სიგარეტის სუნით გაჟღენთილი.შენ არამწეველს მრავალი კითხვა გიჩნდება ჩემს მიმართ, ყველაზე მთავარი კითხვა, კი შემდეგნაირია-რატომ? არ ვიცი, მართლა არ ვიცი, ალბათ მსიამოვნებს, მაგრამ დამიჯერე უფრო მეტად მეზიზღება, ვიდრე მსიამოვნებს. ეს არც თვითდამკვიდრების საშუალებაა, არც ე.წ. კაი ტიპობის გამოვლინებაა.ჩემი ადამიანური სისუსტის ზენიტია-დღეს მოწევა და სულაც არ ვამაყობ ამით.უბრალოდ დავდექი ამ ძაფზე, რომელსაც ჩემი ხელით შევუნთე ცეცხლი, რომელიც შენზე ადრე და შენზე ავადმყოფს გამგუდავს ფერფლის ორმოში.რომელშიც არასოდეს შენ არამწეველს ვერ დაგახატინებს კვამლი ცხოვრებას, აი მე მახატინებს, არა არ მახატინებს უბრალოდ მგონია, რომ კვამლის თითოეულ ნაგლეჯში ვხატავ ცხოვრების ნეგატიურ დეტალებს, რომელსაც წამის მეასედებში ვაქრობ და ვერევი, შემდეგ კი, გამარჯვებული იერით ვსრისავ ფილტრამდე დასულ სიგარეტს, რომელიც მევე მსრისავს და მაქრობს.ისე, როგორც მე ვსრისავ მას საფერფლის კიდეზე. ხოდა შენ! არამწეველო და ჯანსაღი ცხოვრების მოტრფიალევ შეწყვიტე შენი ირონია, რომელსაც ფარსი გულისტკივილით ნიღბავ, ისეთივე საშინელებით, როგორც მე ვმალავ ჩემს სისუსტეს სიგარეტის კვამლით. 70 3-ს მოსწონს
|