x
გამწვანების აქცია ქობულეთში
გამწვანების აქცია 10 მაისს ქალაქ ქობულეთში არასამთავრობო ორგანიზაცია "ეროვნული ალიანსი ბუნებისა და საზოგადოებისთვის" ინიციატივით და ორგანიზებით ჩატარდა "გამწვანების აქცია", პროექტი განხორციელდა ჩინური "კორპორაცია სინოჰიდროს" და ქობულეთის კოლეჯის "ახალი ტალღა"-ს მხარდაჭერით.

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობისას მოიჭრა 2000-ზე მეტი ხე-მცენარე, რაც ასევე გრძელდება გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობის პროცესში, სწორედ ეს გახდა ერთადერთი მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაცია "ეროვნული ალიანსი ბუნებისა და საზოგადოებისთვის" აეღო ინიციატივა საკუთარ თავზე და აენაზღაურებინა ბუნებისთვის მიყენებული ზიანის თუნდაც ნაწილი.

გამწვანების აქცია გაიმართა ქობულეთის შემოვლითი გზის მე-3 კილომეტრზე მდებარე კუნძულზე, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო "კორპორაცია სინოჰიდროს" 10-მდე თანამშრომელმა და ქობულეთის კოლეჯის 50-მდე სტუდენტმა. გამწვანების აქციის ფარგლებში 500-მდე კრიპტომერიის მზარდი ნერგი დაირგო. აქციაში ასევე მონაწილეობა მიიღო ნატანების თემის ორგანოს რწმუნებულმა - ბატონმა მამუკა ბაქანიძემ, მისივე თქმით : " გამწვანების აქციამ წარმატებით ჩაიარა, მივესალმები მსგავსს პროექტებს, ვინაიდან ყოველი ჩვენგანი ვალდებულია ერთი ხე მაინც დარგოს წელიწადში, მითუმეტეს ხეების დარგვაზე პატრიარქის კურთხევა ვრცელდება."

აღნიშნული აქცია გააუმჯობესებს ადგილობრივ ეკოლოგიურ პირობებს და გაალამაზებს ლანდშაფტს.


არასამთავრობო ორგანიზაცია "ეროვნული ალიანსი ბუნებისა და საზოგადოებისათვის" ამზადებს წინადადებას საკრებულოს მისამართით ქობულეთის შემოვლით გზასთან მოსაწყობ ტყე-პარკს ეწოდოს "ქართველი და ჩინელი ხალხის მეგობრობის პარკი."

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ისინი მომავალშიც გვპირდებიან მსგავსი აქციების ჩატარებას, რომელშიც გაცილებით მეტი მოხალისის ჩართვა იგეგმება.

0
21
2-ს მოსწონს
ავტორი:ხვიჩა1511
ხვიჩა1511
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0