კორეელი რეპერის Psy-ის კლიპმა მოხსნა აბსოლუტური რეკორდი, გახდა პირველი ვიდეო, რომელმაც შეაგროვა მილიარდზე მეტი ნახვა Youtube-ზე. სინგლი, Gangnam Style, გამოჩნდა ქსელებში 2012 წლის 12 ივლისს, რამაც იგი მსოფლიოში ცნობილი რეპერი გახადა. ცეკვამ, რომელსაც ახორციელებს კლიპში "Psy", მოიპოვა ისეთი პოპულარობა, რომ მილიონობით ადამიანმა გაიმეორა მთელს მსოფლიოში, - დაწყებული გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნით და დამთავრებული ბრიტანელი ჯარისკაცებით, ფილიპინელი პატიმარებით თუ ტაილანდელი მეზღვაურებით.
კომპანია Google-ს ინფორმაციით, რომელიც Youtube-ს მფლობელია, კლიპს ყოველდღიურად საშუალოდ 7 დან 10 მილიონამდე მნახველი ჰყავს.სექტემბერში ვიდეო გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე მეტი "ლაიქების" დამგროვებელი.
წინა რეკორდი ნახვების მხრივ - 803 მლნ. - ეკუთვნოდა კანადელ მომღერალს ჯასტინ ბიბერს სიმღერით-" Baby by" . სამხრეთ კორეელმა მას ჯერ კიდევ 25 ნოემბერს გადაასწრო.