x
2013 წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდის კვირეული ბერლინში ავტორი სოფიკო დიასამიძე

ბერლინის ზაფხულის მოდის კვირეულის ზღაპრული დღე-ღამეები დასრულდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა გერმანიის მოდის ბიზნესის განვითარებისთვის. აქ იბადებიან მომავალი ჯილ სანდერები, ლაგერფელდები, ან ჩანასახშივე კვდებიან და იმსხვრევიან ოცნების ვარდისფერი კოშკები. მოდის კვირეულს ბერლინის მუნიციპალიტეტიც ლობირებს. ქალაქის მერი კლაუს ვოვერაითი ამა თუ იმ შოუზე თავისი ყოფნით კაცობრიობისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობას სძენს ამ შეშლილ, შეშლილ, ზედაპირულ მოდის სამყაროს. ბერლინის მოდის კვირეული აქ არსებული, რენომირებული სადიზაინერო სასწავლებლების პლატფორმაც გახლავს. აქაური უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები თავიანთი ნამუშევრებით წარსდგნენ ექსპერტების წინაშე. ბაჩელორები და მაგისტრები დემონსტრაცია უკეთებენ გერმანულ სადიზაინერო კლასს, თარგს და ავანგარდულ ტრადიციას. ეს ინსტიტუციები მაღალ კონცეპტუალურ და ანალიტიკურ განათლების მიღებაზე არიან ორიენტირებული. ისინი, პროფესიონალურ, კონვენციებისგან თავისუფალ მოდას ნერგავენ.

გერმანიაში არამარტო გერმანული, არამედ უცხოური მოდის პოპულარიზაციაც ხდება. კვირეულის ფარგლებში რუმინელი, თურქი და იტალიელი დიზაინერები საკუთარი ქვეყნებიდან ორგანიზატორული და მატერიალური მხარდაჭერით წარსდგნენ.

დაწვრილებითი ინფორმაციის და ფოტოებოსთვის იხილეთ კვირეულის ოფიციალური გვერდი: mbfashionweek.com

image






WOWEREIT & ARP (VOGUE)

K

0
23
2-ს მოსწონს
ავტორი:Fashiondictum
Fashiondictum
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0