მუსიკა ლეგენდარული ალბომი-"Made in Japan". 2012, 24 დეკემბერი, 18:13 ჯგუფ Deep Purple-ს საკონცერტო ალბომი "Made in Japan", რომელიც ცოცხლად იქნა ჩაწერილი იაპონიაში გასტროლების დროს, ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ლაივ ალბომად პოპულარული მუსიკის ისტორიაში, მისი გამოსვლიდან 40 წელი გავიდა, მაგრამ იგი დღესაც ითვლება ცოცხალი შესრულების ეტალონად.2012 წელს ჟურნალმა "Rolling Stone"-მა ალბომი ყველა დროის საუკეთესო ცოცხალ ალბომთა სიის პირველ ექვსეულში შეიყვანა, ხოლო "planet rock"-მა რამდენჯერმე დაასახელა ყველა დროის #1 ლაივ ალბომად." New Musical Express"-მა 2011 წელს ყველა დროისა და ჟანრის 50 საუკეთესო ლაივ ალბომთა სიაში მე-13- პოზიცია მიანიჭა. ალბომის ცოცხლად ჩაწერა ხდებოდა ტოკიოში და ოსაკაში კონცერტების დროს 15-17 აგვისტოს, როდესაც Deep Purple -ს იაპონელებმა შესთავაზეს კონცერტის ჩაწერა, ჯგუფის წევრები ამას მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდნენ, მათ არ სურდათ რომ ჩანაწერი იაპონიის ფარგლებს გასცდენოდა.არც "Warner Bros"-სი შეხვდა დიდი ენთუზიზმით იაპონელების შეთავაზებულ ჩანაწერს:"არა, საკონცერტო ალბომები არ საღდება"..."Warner Bros"-მა 1973 წლის აპრილამდე გადადო ორმაგი ალბომის გამოშვება.გამოსვლიდან 2 კვირაში ჩანაწერმა პლატინის სტატუსი შეიძინა.ამჟამად მთელს მსოფლიოში "Made in Japan" ოფიციალურად 8 000 000 ეგზემპლიარია გაყიდული.1993 და 1998 წლებში გამოიცა რემასტირებული ვარიანტები.იაპონელები ძალიან ნანობდნენ, რომ კონცერტი პარალერულად ვიდეოფირზე არ გადაიღეს(რა იცოდნენ თუ ასე პოპულარული გახდებოდა ჩანაწერი.)დიდი ხანი ითვლებოდა, რომ ამ კონცერტის ამსახველი ვიდეოფირი არ არსებობდა, თუმცა 2008 წელს ერთ-ერთმა ტელევიზიის თანამშრომელმა არქივში სრულიად შემთხვევით მიაგნო 30 წუთიან კინოფირს, სადაც ჯგუფის იმ ლეგენდარული კონცერტების გამოსვლაა ასახული. 2006 წლის 13 იანვარს პროგრეს -მეტალ ჯგუფმა "Dream Theater"-მა მთლიანად გადაამღერა ალბომი "Made in Japan".კონცერტი ოსაკაში გაიმართა და ალბომის სახით გამოიცა. წელი ჩარტი ადგილი 12 2-ს მოსწონს
|