სხვა რონი ვუდმა ახალგაზრდა ქალზე იქორწინა. 2012, 24 დეკემბერი, 17:19
მსოფლიოში ცნობილი ჯგუფის "The Rolling stones" - ის წევრი 65 წლის რონი ვუდი საიდუმლო ვითარებაში დაქორწინდა 34 წლის სალი ჰამფრისზე, რომელიც მისი შვილის თანატოლია. რონისთვის ეს უკვე მესამე ქორწინებაა.ცერემონია მყუდრო ატმოსფეროში ჩატარდა, ხოლო გრანდიოზული საქორწინო წვეულება ლონდონის ერთერთ ფეშენებელურ სასტუმროში გაიმართა.სტუმრებს შორის იყვნენ მუსიკოსი როდ სტიუარტი და პოლ მაკარტნი მეუღლესთან ერთად. შეგახსენებთ, რომ მანამდე რონის გულის დაპყრობას 18 წლის რუსი ოფიციანტი კატია ივანოვა ცდილობდა. 32 6-ს მოსწონს
|