ფეხბურთი
რაიან გიგზმა მანჩესტერ სიტის გაუსწრო
2012, 24 დეკემბერი, 10:37
მანჩესტერ იუნაიტედის უელსელი ლეგენდისთვის რაიან გიგზისთვის მე-18 ტურის მატჩი სუონსის წინააღმდეგ თავის პრემიერლიგურ კარიერაში 607-ე იყო. ამ შედეგით უელსელი უსწრებს ინგლისის მოქმედ ჩემპიონს მანჩესტერ სიტის, რომელსაც ინგლისის პრემიერლიგაში ჯამში 600 მატჩი აქვს ჩატარებული, - იუწყება Infostrada.