x
image
Gektor Cantona
კრიშტიანო რონალდუს მანჩესტერში დაბრუნდება უნდა!

imageბრიტანული The Sun ირწმუნება, რომ მადრიდის რეალის პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს კრიშტიანო რონალდუს მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნება უნდა. გამოცემის მტკიცებით, ამასთან დაკავშირებით პორტუგალიელს თანაგუნდელებთან უკვე უთქვამს.

დიდი ხანია ცნობილია რონალდუს განსაკუთრებული სიყვარული მანჩესტერის მიმართ, განსაკუთრებით ის სერ ალექს ფერგიუსონს აფასებს, რომელსაც მამადაც კი მიიჩნევს. მაგრამ გარდა სურვილისა, არსებობს საკონტრაქტო დაბრკოლებები. კერძოდ, პორტუგალიელი ვარსკვლავის გამოსასყიდი თანხა კონტრაქტით 1 მილიარდი ევროა, რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი კი არ აპირებს ტრანსფერის განხილვას, თუ შეთავაზება 150 მილიონ ევროზე ნაკლები იქნება. აღნიშნული ოდენობის თანხის გადახდა, ვალებიდან გამომდინარე, ინგლისურ გრანდს გაუჭირდება.

ამასთან, კრიშტიანომ აღიარა, რომ ის კვლავ გახდება მანჩესტერელი, თუ რეალს 122 მილიონ ფუნტს გადაუხდიან.

0
59
5-ს მოსწონს
ავტორი:Gektor Cantona
Gektor Cantona
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0