x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135831
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510212
პაკისტანი: ოჯახური ძალადობა კანონიერია

ჩვენ თქვენთან ერთად შევეჩვიეთ ისეთ საზოგადოებაში ცხოვრებას სადაც კაცი და ქალი ერთნაირ უფლებებს ფლობს. სადაც მეწყვილის უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები მიუღებელია და ისჯება კანონით. მაგრამ არის ისეთი ქვეყნებიც სადაც ამ მხრივ სულ სხვანაირი მდგომარეობაა. მაგალითად ავიღოთ პაკისტანი. რა იცით ამ ქვეყნის შესახებ? სიმართლე რომ გითხრათ ამ სტატიის დაწერის შემდეგ მე სულ გამიქრა იმის სურვილი დავინტერსდე ამ ქვეყნის კულტურითა და ისტორიით. და მიზეზი სულ უბრალოა - ქალები ყველანაირ უფლებებს მოკლებულნი არიან. მათ არ იციან რა არის დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ისინი იბადებიან იმისათვის რომ ემსახურონ ქმარს და თავის ოჯახს. და ეს არის კანონი რომელსაც მხარს უჭერს სახელმწიფო.

ახლახან Nicholas D. Kristof მა დაწერა სტატია პაკისტანელი ქალების შესახებ, რომლებიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. სტატიას ერქვა «Terrorism that’s personal» (ტერორიზმი-ეს არის პირადი) ფოტოები სტატიისათვის გააკეთა Emilio Morenatti იმ რომელმაც იმყოფებოდა პაკისტანში იმ მიზნით რომ ამ ძალადობის დამადასტურებელი სურათები გადაეღო. ყურადღებით შეხედეთ ამ შოკის მომგვრელ ფოტოებს:

image

Irum Saeed, 30 წლის. Irum მა მიიღო მძიმე დამწვრობა სახეზე, ზურგზე და მხრებზე 12 წლის წინ, როდესაც მან უარყო ბიჭი რომელიც არ მოსწონდა, ბიჭმა კი მას შეასხა მჟავა დღით მზისით ქუჩაში. მას მოუწია 25 პლასტიკური ოპერაციის გადატანა.

image
Shameem Akhter, 18 წლის. 3 წლის წინ 3მა ბიჭმა გააუპატიურა, რომლებმაც ამის შემდეგ მჟავა დაასხეს მას. 10 პლასტიკური ოპერაცია დასჭირდა ცოტათი მაინც რომ დაეფარათ მისი შრამები.
image
Najaf Sultana, 16 წლის. 5 წლის ასაკში მამამ ცეცხლში ჩააგდო, როდესაც ეძინა. მამის ოჯახს უბრალოდ არ უნდოდა ერთით მეტი გოგონა ჰყოლოდათ. Najaf დაბრმავდა, მშობლებ მიტოვებული ახლა ნათესავებთან ცხოვრობს. 15 პლასტიკური ოპერაცია გადაიტანა.
image
Shehnaz Usman, 36 წლის. ოჯახური კამათის დროს მჟავით იქნა დამწვარი 5 წლის წინ. 10 პლასტიკური ოპერაცია გადაიტანა.
image
Shahnaz Bibi, 35 წლის. 10 წლის წინ მჟავით დაიწვა ოჯახური კამათისას. არცერთი პლასტიკური ოპერაცია არ გაუკეთებია.

imageKanwal Kayum, 26 წლის. მჟავა დაასხა 1 წლის წინ ბიჭმ რომელთანაც არ უნდოდა დაქორწინება. არასოდეს არ გაუკეთებია პლასტიკური ოპერაცია.
image
Munira Asef, 23 წლის. მჟავა დაასხა ბიჭმა რომელიც მან უარყო. 7 პლასტიკური ოპერიაცია გაიკეთა.
image



Bushra Shari, 39 წლის. ყოფილმა ქმარმა გადაასხა მჟავა როდესაც ცდილობდა მასთან განქორწინებას. 25 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა.
imageMemuna Khan, 21 წლის. ოჯახური შელაპარაკებისას იქნა დამწვარი მჟავით. 21 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა.imageZainab Bibi, 17 წლის. ბიჭმა რომელთანაც არ სურდა დაქორწინება გადაასხა მჟავა 5 წლის წინ. რამდენჯერმე გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია.image



Naila Farhat, 19 წლის. ბიჭმა რომელთანაც არ სურდა დაქორწინება გადაასხა მჟავა 5 წლის წინ. რამდენიმეჯერ გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია.
image











26 წლის. 15 წლის ასაკში ბიჭმა დაასხა მჟავა როდესაც მან უარი უთხრა ერთად ცხოვრებაზე სკოლის დამთავრებამდე. 9 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. ხელში უჭირავს თავისი ფოტო როგორიც იყო ტრაგედიამდე.

რა ემოციები გებადებათ ამ სურათების შემყურეს? მძიმე შოკი, გაუგებრობა, გაკვირვება, ყოვლად მიუღებლობა და ამ კულტურის უარყოფა. სხვანაირად არც შეიძლება. ამ ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემა ღრმა სტაგნაციისა და რეგრესიის სტადიაზე იმყოფება. ზუსტად ამ სისტემამ მისცა უფლება საზოგადეობას ასე მოექცეს ქალებს, ხალხს კი რომლებიც სჩადიან ამას არ ემუქრებათ სასჯელი.



ქალები პაკისტანში არანაირად არ არაინ დაცულები ძალადობისაგან. ასე ჩამოყალიბდა ისტორიულად. ქალის ძირითადი დანიშნულება ამ ქვეყანაში არის - დაქორწინება, ბავშვის გაჩენა, მთელი დროის ოჯახისტვის დათმობა და ქმრისადმი უსიტყვო მორჩილება. ის იბადება იმისათვის რომ იყოს მორჩილი სხვებისა და სხვა ვარიანტი არ განიხილება.
3
699
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კახა
კახა
699
  
2018, 11 ივნისი, 8:05
ეს მთელი მუსლიმური სამყაროს პრობლემაა, არა მხოლოდ პაკისტანის, იმიტომ რომ ისლამია ასეთი რელიგია თვითონ.
2012, 18 ივნისი, 10:41
გამოდის რო იქ ქალი ყველა ასპექტში უარყოფილია.როგორც ცოლი,როგორც დედა,როგორც და,როგორც შვილი.გული მეწვის ამ სურათების შემხედვარე.
2012, 17 აპრილი, 5:30
ყველაზე მეტად ის მიკვირს რომ მიზეზი უმეტეს შემთხვევაში ერთი იყო -- უარყოფილი სიყვარული და ხერხიც იგივე -მჟავის დასხმა
:)
მართლაც რომ გასაკვირია : )
0 1 3