შოუბიზნესი
მაილი საირუსმა თავის დაბადების დღე სტრიპტიზიორებთან ერთად აღნიშნა.
2012, 23 დეკემბერი, 17:41
ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა მაილი საირუსმა, რომელმაც სახელი ძირითადად მაინც სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით გაითქვა, თავის დაბადების დღის აღნიშვნა არაორდინალურად გადაწყვიტა, მას 20 წელი 23 ნოემბერს შეუსრულდა, თუმცა მისი დაბადების დღის ამსახველი ფოტოები ახლახან გამოჩნდა სოციალურ ქსელებში.მან თავის დაბადების დღე საკუთარ ჰოლივუდურ სასახლეში გადაიხადა, მხიარულების კულმინაცია გახდა მოწვეული პროფესიონალი ნახევრადშიშველი სტრიპტიზიორები, რომელთანაც ერთად მსახიობი კარგად გაერთო.როგორც თვითონ მაილიმ აღნიშნა:"ყველაზე კარგი საჩუქარი დაბადების დღეზე იყო ბრილიანტის საყურეები და...სტრიპტიზიორები"..