სხვა ლონდონის მეტრო 150 წლის თავს აღნიშნავს 2012, 22 დეკემბერი, 17:32 ლონდონის მეტრო 150 წლის თავს აღნიშნავს, ამ იუბილესთან დაკავშირებით ლონდონის მეტროში ორთქლმავალი დააბრუნეს.
პირველად ასი წლის განმავლობაში, ლონდონის მეტროს მგზავრებს საშუალება მიეცათ ემგზავრათ ორთქლმავლით.რესტავრირებულმა ორთქლმავალმა გაიარა იგივე მარშუტი, რაც 150 წლის წინ პირველმა მატარებელმა 1863 წელს.1905 წლიდან ორთქლმავლები ჩაანაცვლეს ელექტრო ლოკომოტივებმა.
Metropolitan Steam Locomotive No.1 გამოშვებული იქნა 1898 წელს.ეს არის Met’s Neasden Works - ის მიერ კონსტრუირებული უკანასკნელი ორთქლმავალი. კიდევ ერთხელ ამ უნიკალური ორთქლმავლის ნახვა მგზავრებს შეეძლებათ 2013 წლის 13 და 20 იანვარს, როდესაც ის კვლავ პირველ მარშუტს გაიმეორებს.თავდაპირველად მარშუტზე დაგეგმილი იყო ელექტრო მატარებლის გაშვება, რომელიც ორთქლის იმიტაციას აკეთებდა, მაგრამ სახელმწიფო ორგანიზაცია "ლონდონის ტრანსპორტმა" ნამდვილი ორთქლმავლის გაშვება გადაწყვიტა. 31 4-ს მოსწონს
|