უხმო კინოს ისტორია.
- “მოძრავი გამოსახულებების'' შექმნამ კინო ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმდინარეობად აქცია.კინოხელოვნების პირველი ნიმუშები გაუხმოვანებელი ფილმები იყო, მიუხედავად ამისა, მისმა გმირებმა საერთაშორისო აღიარება პოვეს და უამრავი მაყურებელი მოხიბლეს.
- სინამდვილეში გამოსახულებები არ მოძრაობს.ფილმი შედგება ათასობით კადრისაგან.ანუ სურათისაგან, რომლებიც რეგულარული პერიოდულობით იცვლება მაყურებლის თვალწინ.ყოველი კადრი მეხსიერებაში რჩება მანამ, სანამ ახალი არ გამოჩნდება.ეს ისეთი სისწრაფით ხდება, რომ განსხვავება კადრებს შორის არ შეიმჩნევა და მიიღება მოძრავი გამოსახულება.ამას ეწოდება ''მხედველობითი აღქმის ინერტულობა'' .
- ალბათ ეს ფოტო ყველას გეცნობათ, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი ფილმების მოყვარული ხართ.
- თუმცა, კინოს გადაღებისათვის მხოლოდ სურათები არ კმარა.პირველი სურათების გადაღება ჯერ კიდევ 1830-იან წლებში დაიწყო, მაგრამ მაშინ ვერავინ იფიქრებდა კინოს შექმნაზე.ეს შესაძლებლობა ხელოვანებს მიეცათ მას შემდეგ, რაც შეიქმნა კინოაპარატი, რომელმაც მოახერხა სურათების ზუსტი პერიოდულობითა და თანამიმდევრობით, ასევე, საჭირო სიჩქარით გადაღება და ჩვენება.
- პირველი პრაქტიკული კინოაპარატი და ასევე კინოს გამშვები მოწყობილობა, ე.წ კინეტოგრაფი შექმნა ამერიკელმა გამომგონებელმა თომას ალვა ედისონმა.