x
image
ციცი
Mediator image
საოცრების მოლოდინში

image
ამბობენ, რომ ახალ წელს ყველა სანუკვარი ოცნება შეიძლება ახდეს. ძალიან ბევრ ჩამოყალიბებულ და სერიოზულ ადამიანსაც კი სჯერა ამის. ამიტომ უმრავლესობა ცდილობს ყველა წესის დაცვით შეხვდეს დამდეგ ახალ წელს, რათა შემდეგ მთელი წელი ბედნიერად გაატაროს.

და სწორედ ამ დროს იწყება ფიქრი იმაზე თუ რა ჩაიცვან, რა საჩუქრები გაუკეთონ საყვარელ ადამიანს, სუფრა როგორ გააწყონ ან ვისთან ერთად შეხვდნენ ახალ წელს. ყველა პრობლემას ეშველება,


მაგრამ რა უნდა გააკეთოთ თუ არ გყავთ საყვარელი ადამიანი, რომელთან ერთადაც ისურვებდით ახალი წლის გატარებას? დრო არც თუ ისე ბევრი დარჩა და ლოგიკურია ამ მცირე დროში თუ კი არავინ არ გყავთ, ვერ მოასწრებთ ვინმესთან დაახლოებას. მაგრამ ამის გამო არ გირჩევთ ჩავარდეთ დეპრესიაში. უმთავრესი ხომ ის არის რომ თქვენი ოჯახის წევრები და თქვენი მეგობრები თქვენს გვერდით არიან . ასე რომ გაიღიმეთ, ყველაფერი წინ გაქვთ.

image
ხოლო რაც შეეხება ჩაცმულობას გირჩევთ, რომ მუქი ფერის სამოსი შეარჩიოთ, უმეტესად შავი ფერი უყვარს გველს, ასევე მწვანე და ლურჯი. და იგი ცოტა ბრჭყვიალა ბისერებით შეგიძლიათ გაალამაზოთ და სადღესასწაულო ელფერი შემატოთ.

და ბოლოს გირჩევთ, რომ ჩაიფიქროთ ისეთი სურვილი, რომელიც მთელი გულით გსურთ, რომ აგიხდეთ და დაელოდეთ ახალი წელი ხომ საოცრებების ღამეა. გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს და იმედია ამ ახალი წლიდან ახალი ენერგიიით და მრავალი სიახლით ვიქნებით დატვირთულნი ჩემო ინტერმედიელებო. მიყვარხართ ყველა ვინც ჩემი სიახლის ნახვაზე სულ მცირე დროს მაინც კარაგვთ. წარმატებები ყველას!

0
37
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0