x
image
თავისუფალი თაობა
პატიმრები ამნისტიის კანონის ამოქმედებიდან 2 თვის განმავლობაში გათავისუფლდებიან

ეკატერინე ბესელია
პარლამენტის მიერ მიღებული "ამნისტიის შესახებ" კანონი საკმაოდ მასშტაბურია და სხვადასხვა ფორმით ყველა მსჯავრდებულს შეეხება, გარდა იმ პირებისა, ვისაც მუდმივი პატიმრობა აქვთ მისჯილი.
კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის მიღების გამო სოციალურ ქსელ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე, საზოგადოებას თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა:
"ძალიან ბედნიერი ვარ დღეს, ძალიან, რომ მივიღეთ ამნისტიის კანონი.ამ კანონით გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები, პოლიტიკური დევნილები დაბრუნდებიან და უამრავ ოჯახს დაუბრუნდება მონატრებული წევრი...ეს არის ამნისტია, რომელიც არ აუვლის გვერდს არც ერთ პატიმარს...ყველას შეეხება სხვადასხვა მოცულობით...მადლობა ყველას, ვინც მეხმარებოდა ამ სიკეთის რეალობად ქცევაში. სიკეთე სიკეთეა და ამაზე დიდი ბედნიერება, რომ სხვას მიანიჭო სიხარული, არ არსებობს..."

ეკა ბესელია "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის მიღებას ყველა იმ პატიმარს ულოცავს, ვინც აღნიშნული კანონის საფუძველზე გათავისუფლდება. ბესელიას განმარტებით, პოლიტპატიმრები კანონის ამოქმედებიდან ერთ კვირაში თავისუფლდებიან, ხოლო ამნისტიას დაქვემდებარებული დანარჩენი პირები - კანონის ამოქმედებიდან 2 თვის განმავლობაში. მისივე თქმით, არ დარჩება პატიმარი, რომელსაც აღნიშნული კანონი გარკვეულწილად არ შეეხება.


შორენა მირცხულავა

0
251
2-ს მოსწონს
ავტორი:თავისუფალი თაობა
თავისუფალი თაობა
251
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0