დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია; სახელმწიფო ბელგია საოპერო წარმოდგენის წყალობით გაჩნდა ! ! !
მუსიკის ისტორიაში ცნობილია შემთხვევა, როდესაც საოპერო წარმოდგენა რევოლუციის სიგნალად იქცა. 1830 წლის 15 აგვისტოს, ქალაქ ბრიუსელში (ამ დროს ბელგიის ტერიტორიაზე ნიდერლანდების სამეფო ბატონობდა) წარმოადგენდნენ ფრანგი კომპოზიტორის დანიელ ობერის (1782-1871) ოპერა “ფანელას” (მეორენაირად “მუნჯი ქალი პორტიჩინიდან”). ოპერის სიუჟეტი (ასახულია მე-17 საუკუნეში ნეაპოლელ მეთევზეთა აჯანყებას ესპანეთის ბატონობის წინააღმდეგ) და მგზნებარე, მომხიბლავი მუსიკა –1830 წლის საერთო ევროპულ რევოლუციურ განწყობას ეხმიანებოდა. ოპერის ცენტრალური სცენა ასახავს სახალხო აჯანყებას;აქ მჭექარედ ჟღერს საგუნდო სიმღერა, რომელიც აღსავსეა აღტყინებითა და გმირული პათოსით. დამთავრდა თუ არა წარმოდგენა, აღფრთოვანებული მაყურებელი მოედნისაკენ გაემართა, ქალაქის დანარჩენი მაცხოვრებლებიც აიყოლიეს და აჯანყება დაიწყეს. ეს უნიკალური აჯანყება ჰოლანდიელთა განდევნით და ბელგიის სახელმწიფოს შექმნით დასრულდა.