საოცარია, მაგრამ ფაქტია ნაპოლეონს რუსეთის არმიაში სურდა ბრძოლა ! ! ! (პირადი აღმოჩენა) .
1785 წელს ნაპოლეონმა ლეიტენანტის ჩინით დაამთავრა პარიზის სამხედრო სკოლა. ახალგაზრდა კორსიკელს ძალზე სწყუროდა საბრძოლო ნათლობა და კარიერული წინსვლა, რისი შანსიც 1788 წელს მიეცა. ამ დროისათვის ფლორენციაში რუსეთის იმპერიიდან გამოგზავნილი იყო გენერალ-ლეიტენანტი ივანე ზაბოროვსკი. მისი ამოცანა გახლდათ მოხალისეთა შეგროვება თურქეთის წინააღმდეგ არსებულ ომში. ამ დროისათვის მშობლიურ კორსიკაში მყოფმა მომავალმა დიდმა მთავარსარდალმა შეიტყო რა ეს ამბები, ჩავიდა ფლორენციაში და მასთან პირადად შეიტანა თხოვნა - იგივე ჩინით ემსახურა რუსეთის არმიის დროშის ქვეშ. ზაბოროვსკიმ კი მტკიცე უარი უთხრა მიეღო ლეიტენანტისავე ჩინით, რაზეც ნაპოლეონიც ძალზე განაწყენდა და პრუსიის მეფის არმიაში მოხალისედ გაემგზავრა. თავის ჩადენილ სამხედრო გენიის ვერ-განჭვრეტას და მისთვის უარისთქმას, ზაბოროვსკი შემდგომში ხშირად იხსენებდა და ნაპოლეონის ზეობის ხანაში გადმოცემით იმპერატორ ალექსანდრე I -სთვისაც უთქვამს. აი ასე, ზაბოროვსკი რომ არა, ნაპოლეონის პირველი საბრძოლო ნათლობა რუსეთის არმიის რიგებში შედგებოდა და ვინ იცის იქნებოდა თუ არა ომები რუსეთთან?!
P.S. ეს ფაქტი რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკის ელექტრონული ვერსიების კითხვისას თავად ვიპოვე.