წვნიანი კერძები ქათმის სუპი 2012, 12 მარტი, 13:22 მასალად საჭიროა:
ქათამი – 1ცალი
ბრინჯი – 1/2 ჩ/ჭ
ერბო ან კარაქი – 1-2სუფრის კოვზი
სტაფილო – 1ცალი სხვადასხვა მწვანილი ნაღები ან არაჟანი – 1/2 ჩ/ჭ კვერცხის გული – 2ცალი მარილი – გემოვნების მიხედვით გაწმენდილი ქათამი ჩავდოთ ქვაბში. ზედ დავასხათ 12 ჩაის ჭიქა წყალი და 1კონა მწვანილთან და 1/2 ჩაის ჭიქა ბრინჯთან ერთად კარგად მოვხარშოთ. შემდეგ ამოვიღოთ, გავაცივოთ და მთელი მისი რბილი ნაწილი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ასევე გავატაროთ მანქანაში მოხარშული ბრინჯი, სტაფილო და სხვა მწვანილი. ყველაფერი ეს დავაწყოთ საცერზე და ნელ–ნელა ვასხათ ბულიონი. შემდეგ ცხელ ბულიონში ჩავუმატოთ 1/2 ჩაის ჭიქა ნაღები ან არაჟანი და ორი კვერცხის გული (კარგად გათქვეფილი). ასეთი სუპი მეტად გემრიელი და სასაგებლოა. 1864 4-ს მოსწონს
|