საზოგადოება შვილების და მამების ომი 2012, 21 დეკემბერი, 18:07 დრო მიდის, დროსთან ერთად იცვლება აზრები, შეხედლებები, მოდა და თვით ტრადიციებიც.
ეს ყველაფერი ყოველ ახალ თაობასთან წინა თაობებთან შედარებით განსხვავებულია.შვილების და მამების ომი ოდითგანვე დაიწყო, დღესაც გრძელდება და სამომავლოდ გაგრძელების პერსპექტივაც გააჩნია.
მე ვერ გამიგია რიგ საკითხებში უფროსი თაობის.ბაბუების თაობამ ომი მოიგო და იდეაფიქსად გაიხადა, ჩვენ რაც გაჭირვება ვნახეთ შვილებს არ ვანახოთო და ვითომ შედარებით კარგ მდგომარებაში ზრდიდნენ შვილებს, სწორედ ამან დაანგრია ეს ქვეყანა.ნამდვილად პარადოქსია:უფროსი თაობა ჯერ გვიყვება თუ როგორ გაჭირვებაში ცხოვრობდნენ და ამავდროულად იმ დროს მისტირიან.
უფროსმა თაობამ იმდენჯერ გველაპარაკეს ეს ჩვენ უკვე აგაღ გვინდა 35 მანეთად მოსკოვში დავფრინავდეთ და მერე ამით ვამაყობდეთ.
ვერგამიგია ხშირ შემთხვევაში ბებია-ბაბუების და იშვიათ შემთხვევაში მშობლების სხვადასხვა ცრუწმენის(თუმცა ცაგარელიანის მსმენელებიც ეგრეა) და ამ ყველაფრის შემდეგ ისინი ნაკლს ჩვენში ხედავენ.მართალია ჩვენ ჩვენი ცხოვრება გვაქვს და ვამაყოფთ, რომ ესეთები ვართ. ჩემი აზრით მამების თაობამ უბრალოდ უნდა გადგეს გვერდით და ამ ომში უნდა დაუზვდნენ შვილების თაობას. 22 2-ს მოსწონს
|