საზოგადოება
გიორგი სუხიტაშვილი- ,,ძალიან მწყდება გული ნიკა გვარამიას დაკავების გამო"
2012, 21 დეკემბერი, 16:23
ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოების გარკვეული ნაწილი აღაშფოთა და ნიკა გვარამიას დაკავება “თავისუფალ პრესაზე" ზეწოლის ფაქტად აღიარეს. გთავაზობთ შოუბიზნესის წარმომადგენლის
გიორგი სუხიტაშვილის მოსაზრებას ამ ფაქტთან დაკავშირებით :- “
ძალიან მწყდება გული ნიკა გვარამიას დაკავების გამო, ჩემი საქმე არ არის მის დამნაშავეობაზე ან უდანაშაულობაზე საუბარი, მე პირადად ვიცნობ მას და ჩემთვის ძალიან სამწუხაროა რომ ნიკა დაკავებულია... იმედს ვიტოვებ იმისა რომ მალე ყველაფერი გაირკვევა და ნიკას გაათავისუფლებენ...
და კიდევ ერთი რამ.
ამაზრზენია ის რაც ქუთაისში მოხდა გუშინ, კარგია თუ ცუდია ოპოზიცია, ეს ქვების სროლითა და დედის გინებით არ გვარდება მით უმეტეს როდესაც პარლამენტის დეპუტატებს ექცევიან ასე... ეს კანონის ხელისუფლების და პოლიცისს საქმეა და არა იმ ხალხის ვინც კადრებიდან ვნახეთ, ხომ არ ვიმეორებთ წინამორბედის შეცდომებს და დანაშაულებს?პოლიცია რომ უმოქმედო იყო ამგვარ საკითხებში..."