- ვერძი: დღეს რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, სასწორზე კარიერაში ზრდა და ბედნიერი პირადი ცხოვრება დევს. თუმცა ვარსკვლავები ამბობენ, რომ როგორი არჩევანიც არ უნდა გააკეთოთ შედეგით კმაყოფილი დარჩებით.
კურო: არ ღირს გულთან ახლოს მიტანა ყველაფრის რასაც დღეს გეტყვიან. დიდია ალბათობა, რომ თქმულის დიდი ნაწილი ტყუილია, ეს ფაქტი გამოწვეულია შურით. მოიქეცით ისე როგორც საჭიროდ თვლით, ოღონდ ნუ დაივიწყებთ რჩევა კითხოთ მათ ვის აზრსაც პატივს სცემთ.
ტყუპები: ყური დაუგდეთ თქვენთვის ახლობელი ადამიანის რჩევა დარიგებებს. უარს ნუ იტყვით მეგობრების დახმარებაზე, რადგან მათი თანადგომა აუცილებლად დაგჭირდებათ ჩანაფიქრის განსახორციელებლად.
კირჩხიბი: დღეს გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ ახლობელი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, შეეცადეთ ავადმყოფობა აირიდოთ თავიდან, რადგან შორეული მგზავრობა რომელიც თქვენ მოგელით რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს მას.
ლომი:
დღევანდელი დღე ემოციური იქნება თქვენთვის, ამ ემოციების მიზეზი პირად ფრონტზე მომხდარი მოვლენები იქნება. თუ ემოციებს სწორად წარმართავთ მაშინ მუშაობაში ხელს შეგიწყობთ, თუ ემოციებს აყვებით სამსახურეობრივი მოვალეობები დაგავიწყდებათ, რაც კარგ შედეგებამდე არ მიგიყვანთ.
ქალწული: ნუ იტყვით უარს დღეს შემოთავაზებულ წინადადებებზე. უბრალოდ არ ღირს დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება ამ წინადადებებთან დაკავშირებით. ნუ იჩქარებთ რადგან დრო საკმარისი გექნებათ, რათა ყველაფერი საკუთარი თავის სასარგებლოდ შემოატრიალოთ. სამსახურში ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობებს
სასწორი: დღეს საყოფაცხოვრებო პრობლემები ბევრ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. გირჩევთ ყველაფერი საკუთარ თავზე არ აიღოთ და დახმარებისთვის ოჯახის წევრებს მიმართოთ, რადგან შედეგებით მთელი ოჯახი ისარგებლებს.
მორიელი: დღევანდელი დღე არასახარბიელოა ცვლილებებისთვის. უმჯობესია ყველაფერი ისე დატოვოთ როგორცაა. ეს ეხება პირად ცხოვრებასაც და სამსახურსაც. თქვენ მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე დგახართ, წინ გელით არა მარტო ახალი სასიყვარულო ურთიერთობა, არამედ დაწინაურება სამსახურში.
მშვილდოსანი: დღეს შესაძლებელია შეიცვალოს ხელმძღვანელობისა და კოლეგების დამოკიდებულება თქვენს მიმართ, ეს მოხდება იმ შემთხვევაში თუ თქვენ აზრს გამოთქვამთ და არ იჯდებით უსიტყვოდ მონიტორთან
თხის რქა: დღეს თქვენი გეგმები შეიძლება დაირღვეს თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით. ეს შეიძლება იყოს როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართაობა აგრეთვე თქვენი კოლეგების მიერ მოვალეობების შეუსრულებლობა, რის გამოც თქვენ მოგიწევთ გარკვეული გეგმების შეცვლა.
მერწყული: დღეს არ გირჩევთ ერთმანეთში აურიოთ სამსახური და პირადი ცხოვრება, აგრეთვე ნუ მისცემთ პრიორიტეტს ისეთ საქმეებს რაც ამ მომენტისათვის საჩქარო არაა. თუ პრობლემები თქვენს ურთიერთობებს პარტნიორთან ეხება უმჯობესია მის გადაწყვეტას მეტი დრო დაუთმოთ.
თევზები: დღეს თქვენი გეგმების განხორციელებას არაფერმა არ უნდა შეუშალოს ხელი, თუ თქვენ თვითონ არ შექმნით რამე პრობლემას. პირველ რიგში თქვენ თვითონ უნდა ჩამოყალიბდეთ, მართლა გსურთ გარკვეული რეზულტატების მიღწევა თუ უბრალოდ ვიღაცის გავლენით მოქმედებთ.