მოდით გავეცნოთ სამყაროს დასასრულის ყველაზე გავრცელებულ ვერსიებს. გავერკვეთ საიდან დაიწყო ყველაფერი, რა გახდა ამ ვერსიის ჩამოყალიბების მიზეზი და სხვა. ხო მართლა, თქვენ გჯერათ ამის?
1)მაიას კალენდარის დასასრული.
სცენარი: აქ ისტორია ძველი მაიას კულტურის ირგვლივ ტრიალებს, რომლებმაც თავის დროზე გადაწყვიტეს დაეწერათ უზარმაზარი კალენდარი, რომელიც ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო 2012 წლის 21 დეკემბერს
წყდება. ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია, კალენდარი დასრულდა, მაგრამ ციკლი ხომ გრძელდება. ჩვენთანაც იგივეა კალენდარი
სრულდება 31 დეკემბერს და შემდეგ იწყება ახალი წლის პირველი იანვარი. თუმცა სამყაროს დასასრულის მსგავსი სცენარი თანდათან სულ უფრო და უფრო პოპულარული გახდა საზოგადოებაში. საბოლოო ჯამში ეს გახდა სამყაროს დასასრულის ყველაზე გავრცელებული ვერსია.
2)პლანეტა ნიბირუ.
სცენარი: საიდუმლოებით მოცული პლანეტა ნიბირუ უახლოვდება დედამიწას და მას დეკემბრის თვეში შეეჯახება. რაც დედამიწის განადგურებას გამოიწვევს. ან პლანეტა დედამიწასთან ისე ახლოს ჩაიქროლებს, რომ გამოიწვევს მისი ღერძის გადახრას, არც გლობალური კატასტროფის მიზეზი გახდება.
ასტრონომებმა ეს ვერსია გაანადგურეს, განაცხადეს რა, რომ არანაირი ნიბირუ დედამიწასთან ახლოს არ არის. მეტიც ასეთი პლანეტის დანახვა დედამიწიდან უკვე შეუიარაღებელი თვალითაც კი იქნებოდა
შესაძლებელი.
3)მზის შტორმი.
სცენარი: ზეძლიერი აფეთქება მზეზე გამოიწვევს იმას, რომ ჯერ არნახული გეომაგნიტური შტორმი შთანთქავს დედამიწას.
მაგნიტური შტორმის გამო გაითიშება ყველა აპარატურა, დაიწვება ყველა ტრანსფორმატორი, რაც მთელს დედამიწაზე გამოიწვევს ქაოსს და ყველა კულტურას მილიონი წლით უკან დააქანებს.
4)მაგნიტური პოლუსების ცვლილება.
სცენარი: სამხრეთ პოლუსი გადავა ჩრდილო პულუსის ადგილზე და პირიქით. პულუსების მიერ შექმნილი მაგნიტური ველი გვიცავს კოსმოსის რადიაციისაგან. პოლუსების შეცვლის დროს ეს ველი მცირე ხნით გაქრება, რაც დედამიწაზე რადიაციის მატებას გამოიწვევს და ყველა ცოცხალი ორგანიზმი დაიღუპება.
5)იელოუსტონის სუპერვულკანის აფეთქება.
2012 წელს მთავრდება 74 ათასწლიანი ციკლი სუპერვულკანის ამოფრქვევებს შორის. იელოუსტონის კალდერა ატმოსფეროში
იმდენად დიდი ოდენობით ფერფლს ამოაფრქვევს, რომ დაიწყება ფერფლოვანი ზამთარი, რომელიც ყველა მცენარის განადგურებას და მასობრივ შიმშილს გამოიწვევს.
ვულკანის ამოფრქვევის რეალურობა მეცნიერულადაა დამტკიცებული. აღნიშნულ ტერიტორიაზე ტემპერატურის მატება მეტყველებს
იმაზე, რომ ვულკანი მალე გაიღვიძებს.