საზოგადოება 2012.21.12 წინასწარმეტყველური სიზმარი. 2012, 20 დეკემბერი, 18:12 განსაკუთრებული შესაძლებლობებით არასოდეს გამოვირჩეოდი, ყოველთვის ერთი ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, უფრო სწორედ მეგონა რომ ვიყავი, სანამ საკუთარ თავში ერთი განსაკუთრებული რამ არ აღმოვაჩინე.
ეს ყველაფერი ჯერ კიდევ 2003 წლიდან დაიწყო. რევოლუციაზე კი არა,
ჯერ არჩევნებზე საუბარიც არ იყო, როდესაც სიზმარში ვნახე ვარდების რვოლუცია, რომლის მონაწილეც შემდეგ უკვე მეთვითონ გავხდი, არა და მანამდე პოლიტიკაში ჩარევის კი არა საერთოდ პოლიტიკაზე ფიქრის სურვილიც არ მქონდა.
ყველაზე გარკვევით ერთი მომენტი მახსოვს ამ სიზმრიდან, უნივერსიტეტთან ცეცხლი ენთო და გაყინული “რევოლუციონერები“ ცეცხლს ვეფიცხებოდით, ეს ეპიზოდი სულ მალე ამიხდა რეალობაში.
შემდეგი წინსწარმეტყველური სიზმარი, რომელიც მხოლოდ ჩემს პირად ცხოვრებას კი არა ზოგადად ქვეყანასა და საზოგადოებას ეხება ეს იყო 2008 წესლ. სიზმარში ვნახე სწორედ ის აგვისტოს მოვლენები, რომელიც შემდეგ უკვე მე თვითონ გადამხდა თავს, გარკვევით მახსოვს ის ქაოსი და უბედურება სიზმარში ნანახი და შემდეგ უკვე ცხადად ქცეული. გზა რომელიც 6, 7 და 8 აგვისტოს გავიარე უკვე გავლილი მქონდა სიზმარში. ეს ყველაფერი უკვე დავიწყებული მქონდა და ალბათ არც გამახსენდებოდა, რომ არა ერთი გარემოება. სიმართლე გითხრათ დიდათ არც ვფიქრობ 21 დეკემბერზე და მგონია რომ სხვა დღეებისგან დიდად არ უნდა გამოირჩეოდეს. სიზმარში კი სულ სხვა რამ ვნახე. ვუყურებდი როგორ ეჯახებოდა კომეტა დედამიწას, შემდეგ ირგვლივ ყველაფერი ცეცხლში გაეხვა. ხალხი კი შუა გულში ვიდექით და გასაქცევ მხარეს ვეძებდით. გამოჩნდებოდა ადგილი, სადაც არ იყო ცეცხლი, ყველა იქ გაიქცეოდა და ისევ უკან ბრუნდებოდა, რადგან იმ ადგილას უკვე ცეცხლი ხვდებოდა და ასე წარამარა ხან საით გავრბოდით და ხანაც საით. ბოლოს მივხვდით, რომ გადარჩენის შანსი არ იყო და დავნებდით. შემდეგ უკვე გამეღვიძა. აი ასე იყო ჩემო ძვირფასებო. ამბობენ, სიზმარი რომ არ ახდეს, ვინმეს უნდა მოუყვეო ხოდა მეც გიყვებით . ყველას ჯვარი გვწერია ჩემი სიზმრის ახდენისგან, ღმერთმა დაგვიფაროს.... 95 5-ს მოსწონს
|