საზოგადოება "საღოლ ნანუკ" ქართული პარადოქსი - ჩვენს ქვეყანაში ნანუკა ჟოჟოლანის პირადი ცხოვრება უფრო ადარდებთ, ვიდრე -სიკვდილი 2012, 26 ოქტომბერი, 21:25 საოცარი ხალხი ვართ პირდაპირ ეს ქართველები. ჯერ ვიქექებით, ვიქექებით სხვის პირად ცხოვრებაში და მერე ერთმანეთს ვლანძღავთ რა შენი საქმეაო.
დავიღალე პოლიტიკით, ჭორებით და გადავწყვიტე უფრო სერიოზული და აქტუალური თემა მომემზდებინა, რომელიც წესით საინტერესო უნდა ყოფილიყო ყველა გემოვნების მკითხველისათვის. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, სტატია "ბოლო ჟამის" მოახლოვებასთან, 2012 თან დაკავშირებით გავაკეთე.
პარადოქსია რომ საქართველოში ნანუკა ჟორჟოლიანის პირადი ცხოვრება უფრო აქტუალურია ვიდრე კაცობრიობის სიკვდილ - სიცოცხლის საკითხი.
სტატიამ მთელი დღის განმავლობში 21 ნახვა და 4 ლაიკი ძლივს მოაგროვა, არა და ამ სტატიას მთელი სერიოზულობით მივუდექი და მართლა ძალიან დიდი შრომა ჩავდე მის მომზადებაში.
ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ მხოლოდ მე არ ვდგევარ ამ პრობლემის წინაშე და ასე ხდება ინტერმედიას ბლოგერების უმრავლესობასთან. სტატია, სადაც არავინ არავის ცემს, არავინ არავის კლავს, არავინ არავის ლანძღავს და არავინ არავის შორდება თურმე სულაც არ აინტერესებს ჩვენს მკითხველს. ხოდა ჩვენც მეტი რა დაგვრჩენია, თქვენ სამსახურში მყოფნი ვცდილობთ მოვიძიოთ და მოვამზადოთ თქვენთვის საინტერესო სტატიები. კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც ყურადღება მინდა გავამახვილო სტატიაში, არის "Like" რატომღაც ყველას ეზარება მოწონწბის ღილაკზე ხელის დაჭერა, აღარ გავკადნიწერდები და "share" აღარ ვახსენებ. ეს რა გამოდის? არ გვიხარია ერთმანეთის წარმატება? ამას ჩვენი თუ არა, საკუთარი თავისთვის მაინც გააკეთეთ. "მადლი ქენი, ქვაზე დადე, გაიარე წინ დაგხვდება." 695 8-ს მოსწონს |
არ დაგწყდეს გული შენც ის დაწერე რას "საღდება"