ისტორია საქართველოს ეროვნული გვარდიის იუბილე 2012, 20 დეკემბერი, 13:27 ![]() ![]() 1990 წლის 20 დეკემბერი -- გვარდიის შექმნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი # 375. საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების, ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს: 1) საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიქმნას შინაგანი ჯარების ეროვნული გვარდია; 2) შინაგანი ჯარების, ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჩამოყალიბდეს მთავარი სამმართველო, რომლის უფროსი იმავდროულად იქნება შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; 3) შინაგან ჯარებს, ეროვნულ გვარდიას, მეთაურობს სარდალი, რომელსაც ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო. კანონი შედგება ცხრა პუნქტისაგან და ძალაში შედის 1990 წლის 20 დეკემბრიდან. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეჩერებულ იქნა სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ სსრ კავშირის კანონის მოქმედება (1990 წ. 15 ნოემბერი), მიღებულ იქნა დადგენილება “შინაგან ჯარებში-ეროვნულ გვარდიაში გაწვევის დროებითი ვალდებულების შესახებ” (1991 წ. 29 იანვარი). ეროვნული გვარდიის დაარსებიდან მცირე ხანში გაირკვა, კანონი ეროვნული გვარდიის შესახებ არ სრულდებოდა ეროვნული გვარდიის სარდალისა და ფაქტობრივად მთელი სარდლობის (რომელსაც სარდალი თ.კიტოვანი ნიშნავდა თანამდებობაზე - უმეტესწილად მისი პირადი მეგობრების წრიდან) მიერ - ისინი, სარგებლობდნენ რა გვარდიის სარდლის განსაკუთრებული სტატუსით (იხ. კანონის მე-3 მუხლი) - ფაქტობრივად გამოვიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მორჩილებიდან და ამდენად თანდათანობით დაუპირისპირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს.გვარდიის მატერიალურ-ტeქნიკური მომარაგება უმთავრესად ხდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ფონდებიდან. მაგრამ, გვარდიის სარდლობის თავნებობის ზრდასთან ერთად, მან დაიწყო გარკვეული ფინანსური და მატერიალური რესურსების თვითნებული მოკრება საბჭოთა სახელმწიფო საწარმოებიდან და კორუმპირებული კერძო პირებიდან. ამ საქმიანობაში გვარდიის სარდალს თ.კიტოვანს მხარში ედგა და დახმარებას უწევდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თ.სიგუა - რომელთანაც თ.კიტოვანმა გარკვეული ალიანსი შექმნა.გვარდიის პირადი შემადგენლობის დაკომპლექტება უმთავრესად ხდებოდა იმ ახალგაზრდებით - რომლებიც უარს აცხადებდნენ საბჭოთა არმიაში სავალდებულო სამსახურზე. ეროვნულ გვარდიაში ალტერნატიული სამსახური მათ გარკვეულწილად იცავდა საბჭოთა კანონებისაგან სამართლებრივი დევნისაგან.ეროვნული გვარდიის იარაღით მომარაგება მცირე ნაწილში ხდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რესურსებიდან. მეორე მხრივ - გვარდიის შესაიარაღებლად გამოიყენებოდა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამხედრო კათედრებზე არსებული სასწავლო იარაღი შესაბამისი რემონტის შემდეგ. გვარდიის პირადი შემადგენლობა რომელიც 1991 წლის მაისისათვის დაახლოებით 700 მებრძოლს ითვლიდა მსუბუქი იარაღით ასე-თუ-ისე შეიარაღებული იყო 30-40%-ით. ხელის იარაღის გარდა გვარდიას გააჩნდა აგრეთვე სასწავლებლების სამხედრო კათედრებიდან მობილიზებული რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი („ბმპ“ და „ბტრ“), ერთი ჰაუბიცა და ზვავთსაწინააღმდეგო სამსახურიდან მობილიზებული რამდენიმე საზენიტო ტიპის ზარბაზანი.შენიშვნა: შსს კომუნისტურმა ხელმძღვანელობამ 28 ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ქვეყანას “უკანასკნელი სამსახური” გაუწია, როცა სამინისტროს განკარგულებაში არსებული 25 ათასამდე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და ამუნიცია სასწრაფო წესით რუსეთის ტერიტორიაზე გაიტანა.კიტოვანიმა და სიგუამ პრეზიდენტ გამსახურდიასთან ღია დაპირისპირების დაწყებისას რკონის ხეობაში მდებარე გვარდიის ბაზაში გაიყვანეს დაახლოებით 350 საუკეთესოდ შეიარაღებული გვარდიელი და პრაქტიკულად მთელი მძიმე იარაღი. შორენა მირცხულავა 145 3-ს მოსწონს
|