x
image
Gektor Cantona
ფერგიუსონმა საშობაო საჩუქარი მიიღო

imageმანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა ჯენერალ მოტორსისგან საშობაო საჩუქარი - Chevrolet Volt მიიღო. ეს არის ერთერთი ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილი მთელ მსოფლიოში. "ეს არის აბსოლუტურად ფენომენალური ავტომობილი. ერთ ჩემს მეგობარს ჰყავს ამერიკაში და ძალიან კმაყოფილია", - თქვა ლეგენდარულმა მწვრთნელმა საჩუქრის მიღებისას.

Chevrolet არის მანჩესტერ იუნაიტედის ოფიციალური საავტომობილო პარტნიორი, ხოლო 2014/2015 წლის სეზონიდან ხდება მანჩესტერის სატიტულო სპონსორი. პარტნიორული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მანჩესტერის რამდენიმე ფეხბურთელმა და კლუბის სხვა წევრებმა სპონსორისგან მიიღეს ავტომობილები. მათ შორის კლუბის ლეგენდამ - სერ ბობი ჩარლტონმა შვიდ ადგილიანი კროსოვერი - Chevrolet Captiva.

0
145
5-ს მოსწონს
ავტორი:Gektor Cantona
Gektor Cantona
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0